ლაპადულას შეძენა მილანმაც მოინდომა – სერია ბ-ს ფორვარდზე უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობს
უკომპრომისო ბრძოლავხედავთ ჯანლუკა ლაპადულას ტრანსფერზე.. საქმეში ერთბაშად რამდენიმე გუნდია ჩაბმული და როგორც ჩანს უკან დახევას არავინ აპირებს.. უკანასკნელი ცნობებით მასსზე პრეტენზია მილანმაც გამოთქვა და ეს ინფორმაცია პესკარას მესვეურებმაც დაადასტურეს:“დიახ, როსონერის წარმომადგენლებთან შეხვედრა ნამდვილად შედგა და საუბარი სხვა საქმეებთან ერთად ლაპადულასაც შეეხო.. მაგრამ მათ პრობლემა აქვთ საკუთარ სატრანსფერო საქმიანობასთან.. თავდაპირველად უნდა მოგვარდეს საქმე ჩინელებთან და უკვე ამის შემდეგ გაირკვევა აპირებენ თუ არა ჯანლუკას თაობაზე მოლაპარაკებების წარმოებას. იუვენტუსი? დიახ, ჩვენ მათთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ისევე როგორც ნაპოლისთან”.. სხვათაშორის დი მარციოს გვერდზე ჟურნალისტმა პესკარას ფორვარდის სავარაუდო კლუბად ნაპოლი დაასახელა.. მისი თქმით ჯანლუკამ მყარი გარანტიები მიიღო, რომ მომავალ სეზონში სარი მას აქტიურად გამოიყენებს და მხოლოდ იგუაინის დუბლიორობა არ მოუწევს.
Saitze reklama iyo da agar aris sad gaqra? Sacdelia? Sponsoris tema xo araa?
ისევ არის არ გამქრალა კარგია ვითარდება საიტი