ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლაპადულა იუვენტუსი/სასუოლოსკენ იხრება..

მილანში დღეს საფეხბურთო კუთხით დატვირთული დღე იყო.. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კი ჯანლუკა ლაპადულას მომავალის გადაწყვეტა იყო, რომელიც ამ ეტაპზე პესკარას ღირსებას იცავს. მასთან დღეს ისაუბრეს ჯენოას, ლაციოს, ნაპოლის, იუვენტუსის და სასუოლოს წარმომადგენლებმა. მოარული ხმების თანახმად სერია ბ-ს ბომბარდირი სასუოლოში გადასვლისკენ იხრება, სადაც მას ძირითად შემადგენლობას და ევროპა ლიგის საგზურს სთავაზობენ. ბუნებრივია დი ფრანჩესკოს გუნდში მას მეტი შანსი ექნება მომავალში სკუადრა აძურის კარები შეაღოს. საგულისხმოა, რომ ჯანლუკა სასუოლოში იუვეს გავლით მოხვდება და ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რატომაც იღებს ლაპადულა ასეთ გადაწყვეტილებას. მომავალში მას შავ-თეთრი ფორმის მორგების იმედი აქვს. თუმცა, დაველოდოთ მის საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

2 thoughts on “ლაპადულა იუვენტუსი/სასუოლოსკენ იხრება..

  1. ლაპადულამ ხო გაახურა რა გახდა სუპერ სტარი :D:D ) არაფერი იგროკი არაა მთელი გუნდი მასზე თამაშობს ყველა ფასი მასთან მიდის და მესამედიც ვერ გააქვს იმის რა მომენტებიც აქ ) თავის დროზე ჩირო იმობილეც გახდა სერია ბ ში ბომბარდირი იგივე პესკარაში ) ეს იმობილეზე უარესია :D:D )

  2. იმედია იუვეს აირჩევს შემდეგ სასუოლოში წავა და ბერარდის ამოაგდებს :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.