მარკიზიო:”პიანიჩი დიდებული ფეხბურთელია”
კლაუდიო მარკიზიო მისი გუნდის მიერ პიანიჩის გაფორმებას გამოეხმაურა:“დიდებული ფეხბურთელი, რომელსაც ინდივიდუალურად შეუძლია მატჩზე ზეგავლენის მოხდენა. ბოსნიელი მართალია ასაკით ძალზედ ახალგაზრდაა, მაგრამ გამოცდილება შესაშური გააჩნია. ბედნიერი ვარ, რადგან კლუბმა უაღრესად მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთა. უკანასკნელი სეზონი მნიშვნელოვანი ცვლილბების ფონზე, მაინც მოვიგოთ, მაგრამ დროა წარმატებას ევროპაშიც ვეზიაროთ.. კლუბის მიერ გადადგმული ნაბიჯები კი სწორი მიმართულებით წაგვიყვანს. დანი ალვეში? დარწმუნებული ვარ თუ იგი ჩვენს რიგებს გააძლიერებს, შანსები წარმატების შანსები კიდევ უფრო გაიზრდება და თან მნიშვნელოვნად, რადგან ბრაზილიელი მსოფლიო დონის ფიგურაა”.
Pjanici kargia magram shen roca pormashi xar arcerti naxevarmcveli ar gjobia
