ტურინი და რომი ერთამენთს ცენტრალური მცველების გამო დაუპირისპირდებიან

იუვეს და რომას შორის სატრანსფერო საგა ჯერ არ დასრულებულა.. ორივე კლუბი უკანა ხაზის გაძლიერებით არის დაინტერესებული და მათი გზები ამ მხრივ გადაიკვეთა.. იუვესაც და რომასაც მუსტაფის გაფორმება აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა ტურინელები პარალელურად არც ბენატიას ივიწყებენ.. ერთადერთი ხარვეზი მაროკოელთან დაკავშირებით არის მისი სატრანსფერო ღირებულება.. მაროტას შეუძლია მისი არენდით აყვანა, მაგრამ ბაიერნი დაჟინებით ითხოვს გამოსასყიდ პუნქტში 25 მილიონის მითითებას, ეს კი ბიანკონერის გენერალურ დირექტორს არ აწყობს.. საბატინი მზად არის პიანიჩის გაყიდვიდან შემოსული სახსრებით იმოქმედოს და ბაიერნი კონკრეტული თანხით დააინტერესოს.