#ForzaEuro | გერმანია 0-0 პოლონეთი (1 ტაიმი)
ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის მატჩები მიმდინარეობს, თუმცა ტურინელ ფეხბურთელებს ჩვენდა გასახარად, ჯერ მარცხი არ უწვნიათ.. მარცხი კი არა რომ არა შვეიცარიის ნაკრების ფრედ დასრულებული შეხვედრა 100%-იანი მაჩვენებელიც იქნებოდა. ამ წუთებში მიმდინარეობს გერმანიასა და პოლონეთს შორის დაპირისპირება, რომლებიც “C” ჯგუფის ბინადრები არიან.. ჩვენი ყურადღება ბუნებრივია სამი ხედირასკენ არის მიმართული, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე საკმაოდ კარგად ირჯება. როგორც ყოველთვის საიმედოა დაცვით მანევრირებებში და არანაკლებ ეფექტურია უკანა ხაზიდან ბურთის დროულ და რაც მთავარია ზუსტ გადაადგილებაში. ჯერჯერობით მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.