მარკეტი:”ტურინელებმა ლაპადულასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს”
სქაი სპორტის პოპულარული მიმომხილველი ლუკა მარკეტი ბიანკონერის და იტალიური კლუბების სატრანსფერო პერიპეტიებზე საუბრობს:”უკანასკნელი საათების მთავარი მოვლენა ჯანლუკა ლაპადულა იყო.. როგორც ჩანს მასთან სიტყვიერი შეთანხმება იუვენტუსს აქვს მიღწეული.. პარალელურ რეჟიმში თავისას ცდილობენ ჯენოა, ლაციო და ნაპოლი.. თუმცა პესკარასთვის ყველაზე საინტერესო ვარიანტები სწორედ ბიანკონერის აქვს, რომელსაც თანხასთან ერთად შეუძლია გარკვეული ფეხბურთელები ჩართოს გარიგებაში.. მაგალითად ლეალი, მანდრაგორა, კარპარი.. უშუალოდ ლაპადულასთან მიმართებაში კი თავად იუვენტუსიც არ არის ბოლომდე გარკვეული.. ერთი ვარიანტია სერია ბ-ს ბომბარდირი სასუოლოში ბერარდის მსგავსი პრინციპით გადაბარგდეს.. მეორე ვარიანტი კი მისი დაუყონებლივ ტურინში წაყვანაა.. უახლოეს დღეებში მეტ სიახლეს უნდა ველოდოთ.
მაგარია ეს იყიდონ აუცილებლად
სკამზე რო ზინიან ძვირიანი ფეხბურთელები მაგით ხარ ძლიერი თორე წელს ბარსელონას რაც დაემართა კი დავინახეთ.დღევანდელ ფეხბურთში არც არაფერია ეგ თანხა.აბა ზამენაზე რო კაცი შემოვა და გუნდს ვერ გააძლიერებს რათ გინდა ეგ ზამენა
ვინია ეს ლაპდულა ასეთი
Moratas elodebian albat
კარგია ლაპადულა
ახლა მაინც აღარ იტყვით მორატა და ძაძა არ უნდა გაყიდონ სკამზე გვჭირდებიანო
სკამზე 30 და 20 ლიმონიანი ფეხბურთელები არ უნდა იჯდნენ