ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატა:”იუვენტუსის შემდეგ ნაკრების სათამაშო სტილთან შესაგუებლად დრო დამჭირდა”

L’EQUIPE-მა მორატასთან გადაწყვიტა მცირე ინტერვიუს ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ კიდევაც:

სად იმყოფებოდი მაშინ, როდესაც ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო?

“სანაპიროზე ვისვენებდი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.. მახსოვს ემოციისგან აუზში გადავხტი.. წარმოუდგენელი ბედნიერება იყო.. მეგობარმა მაისური მომცა და მითხრა, რომ ერთ დღეს შენ მას აუცილებლად მოირგებ დიდ ტურნირზეო.. აქვე ერთი კომიკური სიტუაცია.. მაქვს, დროშა რომელიც ყოველთვის თან დამაქვს.. იგი თილისმის ფუნქციას ასრულებს.. ამჯერად შინ დამრჩა, მაგრამ საბედნიეროდ ჩემმა ოჯახის წევრებმა სტადიონზე მომიტანეს”..

როდესაც ნაკრების კარი შეაღეთ გქონდათ თუ არა ეჭვები საკუთარ მახასიათებლებთან დაკავშირებით?

“საკუთარი შესაძლებლობების მიმართ რწმენა არასოდეს არ უნდა დაკარგო. იუვენტუსს და მის მახასიათებლებს ძალიან მივეჩვიე.. იქ ბურთთან შეხება და გადაცემების დინამიკა ფრიად განსხვავებულია.. აქ კი ინიესტას, მატას ბურთთან მოყრობა და სქემა განსხვავებულია, რასაც ადაპტაციისთვის დრო ჭირდება. ვფიქრობ, იუვეში ორი სეზონის მანძილზე ყველას ყველაფერი დავუმტკიცე.. შესაძლოა შარშანდელ სეზონში მუდამ სასტარტოში არ ვიყავი, მაგრამ მნიშვნელოვანი გოლების გატან რომ შემიძლია ყველამ იხილა.. იტალიის თასის ფინალში, ბაიერნის წინააღმდეგ წარმატებული გარჯა.. გოლიც, რომელიც მსაჯმა რატომღაც არ ჩათვალა.. ასე რომ ამ მხრივ ზედმეტი კითხვები საჭირო არ არის”.

შეხვდით თუ არა პოგბას და ევრას, მანამ სანამ ევრო 2016-ზე გაემგზავრებოდით?

“ევრამ წარმატებები მისურვა, მაგრამ დააყოლა, რომ კარგი იქნებოდა თუ მის გუნდს არ შევხვდებოდით, რადგან კარგი დღე არ მელოდა”..

რა უპასუხეთ?

“რომ ეს იოლი არ იქნებოდა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dybala.Marchisio
8 years ago

:forza: :forza: მაგარი კაციი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x