ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri – ბარძალი : “მოსამატებელი კიდევ გვაქვს”

იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, ანდრეა ბარძალი თანაგუნდელებს კიდევ უფრო მეტი მონდომებისკენ მიუთითებს და შვედეთთან მოპოვებული გამარჯვებით კმაყოფილია : “ვიცოდით, რომ მეორე მატჩში გარკვეულ სირთულეებს გადავაწყდებოდით, პირველი ტაიმი განსაკუთრებით რთული გამოდგა.საბედნიეროდ, ყველაფერი ედერის შესანიშნავმა თამაშმა გადაწყვიტა, შემდეგი ეტაპის საგზური უკვე მოვიპოვეთ და ახლა მშვიდად მოვემზადებით მესამე ტურისთვის.რაც შეეხება დაძაბულობას მატჩის პირველ ნახევარში, ამას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის მინდვრის საფარმა, ბურთი ძალიან ნელა მოძრაობდა.შესვენების შემდეგ თამაში გამოვაკეთეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში.მინდა აღვნიშნო, რომ მოსამატებელი კიდევ გვაქვს.”

წყარო : Football Italia

1 thought on “#ForzaAzzurri – ბარძალი : “მოსამატებელი კიდევ გვაქვს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.