#ForzaAzzurri – ძაძა : “მთავარია, სამი ქულა ავიღეთ”
სიმონე ძაძამ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.შეხვედრის მიწურულს ტურინის “იუვენტუსის” შემტევმა თავით დაუგდო პასი ედერს, რომელმაც სამი შვედი მოატყუა და საბოლოოდ, ლამაზი გოლი შეაგდო : “მოხარული ვარ, რომ ევროპირველობაზე პირველი შეხვედრა ჩავატარე.ვცდილობდი, გამარჯვებაში ჩემი წვლილი შემეტანა და ვფიქრობ, გამომივიდა კიდეც, მადლობა ჯორჯო კიელინის, მისი პასი ნამდვილად გამორჩეული იყო.მწვრთნელი თავად იღებს გადაწყვეტილებას, მან იცის, რომ ნებისმიერი ფორვარდი იმსახურებს შანსს.შეიძლება, იდეალური თამაში ვერ ვაჩვენეთ, თუმცა გამარჯვება მოვიპოვეთ, შემდეგ ეტაპზე გავედით და ეს უმნიშვნელოვანესია.პირველ ტაიმში მეტოქემ მართლაც შეგვიქმნა გარკვეული პრობლემები, მაგრამ იტალიური დაცვა მოწოდების სიმაღლეზეა.”