ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaEuro | ჩეხეთი 2-2 ხორვატია

ნამდვილი საფეხბურთო ტრილერი გაიმართა სენტ ეტიენის არენაზე, სადაც აბსოლიტურად ყველაფერი იყო.. თუ იტალია შვედეთი მშვიდ ატმოსფეროში წარიმართა, სრულებით სხვა ბედი ელოდა ამ მატჩს.. თავდაპირველად ხორვატი დაწინაურნდნენ და მეორე ტაიმში ივან რაკიტიჩის ეფექტური გოლით ანგარიში 2-0 გახადეს.. თითქოს მათი გამარჯვება ეჭვებს აღარ ბადებდა, მაგრამ.. მოედნიდან ნაადრევად გასულმა ერთმა მადრიდისტამ, ხოლო მის ნაცვლად შემოსულმა მეორემ კოვაჩიჩის სახით, სრულიად არია მათი შუახაზი.. ჩეხებმა ჯერ შკოდას, ხოლო მატჩის მიწურულს ნეციდის გოლების წყალობით ერთი ქულა იხსნეს.. აქვე აღსანიშნავია, რომ მატჩი ხორვატების ტრიბუნიდან ატეხილი აურზაურის გამო საკმაო ხნის მანძილზე შეჩერდა.. სავარაუდოთ მათ გარკვეული სახის სანქციები ელით.. პ.ს. მარიო მანჯუკიჩმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

1 thought on “#ForzaEuro | ჩეხეთი 2-2 ხორვატია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.