#ForzaEuro | გერმანია 0-0 პოლონეთი
ბევრს ეცადნენ გერმანელები, მაგრამ პოლონელთა დამარცხება ვერ მოახერხეს.. შედეგად “C” ჯგუფს ორი ლიდერი ჰყავს 4-4 ქულით.. თუმცა პირველი მატჩში გატანილი ორი ბურთის დამსახურებით, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ფორმალურად პირველ პოზიციაზე იმყოფებიან. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სამი ხედირას ასპარეზობა იყო, რომელმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო და ჩვეულად საიმედოდ გაირჯა.