პადოინი თითქმის “კალიარის” ფეხბურთელია
ხუთი სკუდეტოს, ორი იტალიის თასისა და სამი იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ სიმონე პადოინი ტურინის “იუვენტუსს” ემშვიდობება.სპორტიტალიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე მაროტა “კალიარის” მიერ შემოთავაზებულ ერთ მილიონ ევროს დათანხმდა და სულ მალე, ნახევარმცველი სარდინიულ ფორმას მოირგებს.32 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი წლიური ანაზღაურება კი 900 000 ევრო იქნება.შეგახსენებთ, რომ “კალიარი” რამდენიმე წლიანი განშორების შემდეგ სერია A – ში დაბრუნდა, კუნძულელთა კაპიტანი ექს-ბიანკონერო, მარკო სტორარია.
წარმატებები
როგორც იქნა მოვიშორეთ ეს ჭირიიიიი!!!