ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Telelombardia:”მაროტა სანჩესის აგენტს შეხვდა”

Telelombardia-ს მტკიცებით ტურინელებმა ალვარო მორატა შესაძლოა ალექსის სანჩესით ჩაანაცვლონ. ბიანკონერის მესვეურები უკვე ესაუბრნენ ჩილელის საფეხბურთო აგენტს – ფერნანდო ფელიჩევიჩს, რომელსაც კონკრეტული წინადადება გაუკეთეს.. წლიურად 4.2 მილიონი ევრო.. თავად ფეხბურთელისთვის კალჩო უცხო ხილი არ არის.. იგი უდინეზეს ღირსებას იცავდა და თავი საუკეთესო კუთხით სწორედ ამ კლუბში წარმოაჩინა. ლონდონელები მის ტრანსფერს 55 მილიონად აფასებენ, ხოლო არსებული კონტრაქტი 2018 წლამდე აქვთ გაფორმებული. საგულისხმოა, რომ უკანასკნელ სეზონში არსენალის რიგებში ალექსისმა 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

9 thoughts on “Telelombardia:”მაროტა სანჩესის აგენტს შეხვდა”

  1. 160 მილიონამდე აუწევიათ პოგბას ფასი? ეტყობა 140 რომ დააფასეს იხდიდა პერესი,მალე ალბათ 200 ავა მაროტა :lool: :lool:

  2. 55 არა 80 ლიმონი. ეს თუ უნდოდა მაროტას ბარსაში სანამ წავიდოდა მანამდე უნდა მოეყვანა მაქსიმუმ 30 ლიმონი დაუჯდებოდა თან ბევრად ახალგაზრდა იყო მაშინ

  3. ძალიან მაგარია,იუვეს მაგრად გამოადგება ნაღდად,მარცხენა შემტევიცაა და ცენტრფორვარდაც თამაშობს თუ მოგვარდა ამ კაცის ტრასფერი არანაირი დანაკლის ვერ იგრძნობს გუნდი მორატას წასვლით,პლიუს სერიოზული განხილვის თემაა პრესაში მარსელის ბელგიელი თავდამსხმელი ბუშეი,ისიც ძლიერი იგროკია,ამ ორიდან ერთერთს რომელსაც მოიყვანენ სერიუოზული გაძლიერება იქნება თუ ორივე მოგვარდა ხო საერთოდ…………. :juvee: :forza:

  4. ეს ბარსადანვე უნდა მოეყვანათ, უძლიერესი ფორვარდია. ძალიან მაგარია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.