გროსომ “კროტონე” უარით გაისტუმრა

ტურინის “იუვენტუსის” პრიმავერას მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო გროსომ “კროტონეს” შემოთავაზებაზე უარი განაცხადა, ინფორმაციას სკაი სპორტი ავრცელებს.კალაბრიელებმა გასული სეზონი სერია B – ში მეორე პოზიციაზე დაასრულეს და კალჩოს უმაღლესი ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, ივან იურიჩის “ჯენოაში” გადაბარგების შემდეგ კი ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ.მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი გმირი კარგა ხანს ფიქრობდა, დათანხმებულიყო თუ არა შემოთავაზებას, თუმცა, როგორც სჩანს, ამ ეტაპზე ტურინში დარჩება გადაწყვიტა.
კარრგი იქნება
Alegris es cvlis
