ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პადოინი : “მშვიდობით, იუვე !”

სიმონე პადოინი ტურინის “იუვენტუსს” ტოვებს და კარიერას “კალიარიში” აგრძელებს.32 წლის ნახევარმცველი ბებერი ქალბატონის ტიფოზებს სოციალურ ქსელში გამოემშვიდობა : “სოციალური ქსელით იშვითად ვსარგებლობ, ამიტომ ამ წერილს ჩემი მეუღლის ინსტაგრამზე ვაქვეყნებ.რთულია, სიტყვებით გამოვხატო ის მადლიერება, რომელსაც იუვენტუსის მიმართ ვგრძნობ, წლების განმავლობაში ტიფოზების მხრიდან საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობდი.მხოლოდ სიტყვა მადლობა საკმარისი არ იქნება, ბოლო დღეების განმავლობაში უცნაურად ვგრძნობ თავს, ერთის მხრივ, მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევებს და მეორეს მხრივ, მიჭირს ამ კლუბის დატოვება.არასდროს დამავიწყდება არცერთი თანაგუნდელი, მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ცხოვრების განმავლობაში მსგავსს ადამიანებთან არასდროს მქონია შეხება.”

“ვიყავი ამაყი, რომ მათთან ერთად ვთამაშობდი და ვვარჯიშობდი, ამაყი ვარ, რომ ანტონიო კონტესთან და მასიმილიანო ალეგრისთან ერთად ვმუშაობდი, რჩევებს ვიღებდი მათგან და ბევრს ვსწავლობდი.მადლობა მატეო ფაბრისს, ექიმებს, ფიზმომზადების მწვრთნელებს, დირექტორებს, მარკეტინგის მენეჯერებს და იმ ადამიანებს, ვინც რეალურად არ სჩანან, მაგრამ უდიდეს სამუშაოს ასრულებენ.დიდი მადლობა კლუბის პრეზიდენტს, ანდრეა ანიელის, ჯუზეპე მაროტას, ფაბიო პარატიჩის, პაველ ნედვედს, სწორედ ამ ადამიანების დახმარებით გავხდი იმ გუნდის ნაწილი, რომელიც იტალიასა და ევროპაში გამორჩეულია.მადლობა ულამაზეს ქალაქს, ტურინს, აქ დაიბადა ჩემი სიყვარული და შევქმენი ოჯახი, რომელსაც უდიდესი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაშ.განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც წლების მანძილზე მაგრძნობინებდა, რომ იუვეს წევრი ვიყავი, იყვნენ გუნდის გვერდით რთულ სიტუაციებში, ჩვენთან ერთად აღნიშნავდნენ გამარჯვებას და ასე შემდეგ.ვტოვებ ადგილს, სადაც გავხდი ამაყი, ამაყი იმით რომ არაერთი ტიტული მოვიგე, ვითამაშე უდიდეს ფეხბურთელებთან უმნიშვნელოვანეს თამაშებში.მოკლედ რომ ვთქვა, მადლობა იუვე, სწორედ შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება, მომავალში, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.”

სიმონე პადოინი

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
neo neo
ნეო
9 years ago

ჩემს გვერდზე ვაქვეყნებ

VIKING
VIKING
9 years ago

ლეგენდა… :forza:

lexo doreuli
9 years ago

ოქროს ბურთის მოგების გარეშე რომ ტოვებს იუვეს, ცოტა გულდაწყვეტას კი იწვევს ისე :forza:

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

Genacvale padoin Kargi sityvebia gulia chaqsovili, aseti fexburtelebi mirchevnia varskvlavebs romlebic gaqcevaze fiqroben imat marto fuli ainteresebt ,

ალეკო კოკაია

მაგარი კაცი :love: წარმატებები :forza:

vako-10
9 years ago

:forza: :forza: :forza:

Bianconeri.10
9 years ago

ძაანაც გული დამწყდათქო არა,მარა იუვე ვისაც უყვარს და აფასებს ყველას წარმატებები !! :forza: :forza: :forza:

Soni
Soni
9 years ago

Liga aklia ra ubralod erti welic mogecada da gagatandit )) :forza:

Lb19
Lb19
9 years ago

მიუხედავად ამდენი ღადაობისა ჩემი აზრით ეს კაცი არის იმის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს სპორტსმენი. თავმდაბალი,შრომისმოყვარე და მებრძოლი. ქართველმა ფეხბურთელებმა აიღონ მაგალითი,კაცი იუვეშია 5 წელია და სულს და გულს დებდა ყოველ თამაშში ესენი კიდე გადავლენ თურქეთის ლიგის რომელიმე გუნდში და ვარჯიშზე მისვლასაც აღარ კადრულობენ :chuvak: მოკლედ მადლობა პადო კაი კაცი ხარ :forza:

Soni
Soni
9 years ago

Jigaria padoini dziritadad sul vgadaobdi padonze (exla vin avirchio))) magram man daamtkica martla ogond ro visac ar qonda nichi shromit mondomebit varjishit… Sheidzleba miznis mixweva rac gaamouvida da rogorc irkveva skamidanac moqonda gundistvis sargebeli.exla ukve gundis lideri gaxdeba)) erterti magari transteri iqneba kaliaristvis es dzalian bevri iocnebebda amas.sagol padoinnnnnnnnnnnnn

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

:forza:

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

რესპექთ! ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის ჩუვაკ :juvee:

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x