ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzuri – პაროლო : “იტალიის ნაკრები ერთი დიდი ოჯახია”

მას შემდეგ, რაც იტალიის ეროვნული ნაკრები ანტონიო კონტემ ჩაიბარა, მარკო პაროლო სკუადრა აძურას შეუცვლელი წევრია.”ლაციოს” ნახევარმცველი თითქმის ყველა შეკრებაზე იმყოფებოდა და ევროპის ჩემპიონატზე, ძირითად შემადგენლობაშიც თამაშობს.დღეს იგი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა : “ეროვნულ ნაკრებზე ყველა მწვრთნელს საკუთარი შეხედულება აქვს, ზოგი გამოცდილ ფეხბურთელებს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც ახალგაზრდას, მაგრამ ამ მომენტისთვის იტალია ის გუნდია, რომელშიც ერთგვარი მიქსია ზემოთნახსენები მოთამაშეებისა, ვფიქრობ, სწორედ ამას მოაქვს წარმატება.ედერის მსგავსი გოლი ლეო მესის ან კრიშტიანუ რონალდუს რომ გაეტანა, მთელი მსოფლიო მათზე ილაპარაკებდა, ბევრი ტურნირის საუკეთესო გოლადაც კი დაასახელებდა.”

“გრანდებს სუსტ გუნდებთან თამაში უჭირთ, ეს მართლაც თვალშისაცემია, ამის მიზეზი კი ისაა, რომ პროგრესს ყველა ქვეყანა განიცდის.დაბალი დონის ნაკრების მოთამაშეები საკმაოდ კარგ კლუბებში ასპარეზობენ, ბუნებრივია, ისინი მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებენ და იმსახურებენ ქებას.თითოეული მატჩის წინ ახლა ყველა მონდომებით ემზადება, შეისწავლიან მოწინააღმდეგის თამაშს, მათ პლიუსებს და მინუსებს, რა თქმა უნდა, ასე ვართ ჩვენც.იტალიის ერთ-ერთი მთავარი პლიუსი ტაქტიკაა და ბუნებრივია, ვარჯიშებზე მეტ ყურადღებას ტაქტიკურ მომზადებას ვუთმობთ.”

შემდეგი ეტაპის საგზური ნახევარკუნძულელებს უკვე მოპოვებული აქვთ : “ბელგიისა და ირლანდიის შეხვედრას თვალი ვადევნეთ, ვეცადეთ დეტალურად შეგვესწავლა ირლანდიელების თამაში.მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ლიდერები ვართ, ბოლო ტურში მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, გამარჯვება ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარება.გვინდა, სამი ქულა ავიღოთ.”

პაროლომ შვედეთის წინააღმდეგ ბურთი ძელს გაარტყა, ცოტა დააკლდა გოლის გასატანად : “იმედი მაქვს, ჩემპიონატზე ერთ გოლს მაინც გავიტან, თუმცა ნახევარმცველის უშუალო მოვალეობა ეს ნამდვილად არ არის.ჩემი ამოცანაა მუდმივად პრესინგი შევთავაზო მოწინააღმდეგეს და ამოსუნთქვის საშუალება არ მივცე მათ.მარკიზიო და ვერატი ? – ისინი ჩვენი გუნდის ნაწილი არიან, ხშირად ვიღებთ მათგან შეტყობინებებს.ორივე მათგანი უმაღლესი დონის ნახევარმცველია და სამწუხაროა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვერ მოახერხეს.რაც შეეხება წარმატების გასაღებს, ვფიქრობ, რომ იტალიას დიდი ყურადღების მიქცევა არ უყვარს, თითოეული ფეხბურთელი მისთვის, ჩუმად ვარჯიშობს და ყოველ დღე პრესის წარმომადგენლებთან საუბარში დროს არ კარგავს, ვცდილობთ ჩვენი სიძლიერე მინდორზე დავამტკიცოთ და თუ გამოგვდის, ამის შემდეგ ვამაყობთ.კრიტიკა ? – ეს ჩემი კარიერის თანმდევია, მაგრამ ჩემი აზრით, კრიტიკოსების სტატიები უფრო გაძლიერებს, პირადად ჩემს მაგალითზე, სწორედ ასეა.მიზანი ? – გვინდა წარმატებული გზა გავაგრძელოთ, განვვითარდეთ თამაშიდან თამაშამდე.გუნდში მართლაც საოცარი განწყობაა, მონდომება და ბრძოლის სურვილი იგრძნობა.”

კონტემ გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ იტალიის თამაშების დროს ტრიბუნებზე ლურჯი მაისურები ჩაიცვან : “როდესაც ტრიბუნებს შეხედავ და ლურჯ ზღვას ხედავ, ბედნიერი ხდები, ნებისმიერ სპორტში ასეა.მეც გავიმეორებ მწვრთნელის მოწოდებას, კარგი იქნება, თუ ყველა სკუადრა აძურას მაისურს ჩაიცვამს.”

“ჩვენი ჯგუფი Whatsapp – ში ? – დიახ, მსგავსი რამ მართლაც გვაქვს და ის ნაკრების თითოეული წევრია გაერთიანებული, ძალიან ვერთობით.ყველაზე აქტიური, რა თქმა უნდა, სალვატორე სირიგუა.”

წყარო : Football Italia

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.