ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : “პადოინი სამაგალითო ფეხბურთელი და პროფესიონალია”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი სიმონე პადოინის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გამოსამშვიდობებელ წერილს გამოეხმაურა და “კალიარის” მომავალ ფეხბურთელს წარმატებები უსურვა : “თანაგუნდელებს არასდროს ვემშვიდობები ოფიციალურად, რადგან ყველამ კარგად იცის, ფეხბურთში ამგვარი რაღაცეები ხდება.ერთ დღეს ერთ კლუბში თამაშობთ, მეორე დღეს კი შეიძლება სხვადასხვა გზით წახვიდეთ, ყველაფერი შესაძლებელია.რაც შეეხება პადოს, სწორედ ასე ვუწოდებთ ჩვენ მას, მინდა მივმართო და ის სიტყვები მივუძღვნა, რომელსაც იმსახურებს.დიდი პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანი.ამ თითქმის ხუთწლიანი პერიოდის მანძილზე იგი იყო მაგალითი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, არ მახსოვს მისი დაგვიანება ვარჯიშზე, არ მახსოვს მისი გაცდენილი ვარჯიში, ყოველთვის პირველი სტუმრობდა ვინოვოს და ბოლოს ტოვებდა იქაურობას.მუდამ მონდომებული და მებრძოლი.ასეთი ადამიანები ყველა გუნდისთვის მნიშვნელოვანია.ჩვენი შემდეგი შეხვედრა უკვე მოწინააღმდეგის რანგში შედგება, თუმცა არცერთს არასდროს არ დაგვავიწყდება ერთად მოგებული არაერთი ტიტული.ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, პენტაკამპეონე.შენ დიდი მაგალითი ხარ..”

წყარო : Football Italia

3 thoughts on “ბონუჩი : “პადოინი სამაგალითო ფეხბურთელი და პროფესიონალია”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.