ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri – დე როსი : “იტალიის დაცვა მსოფლიოში საუკეთესოა”

როგორც უკვე გითხარით, სიმონე ძაძასთან ერთად ჟურნალისტების წინაშე დანიელე დე როსიც წარსდგა.სკუადრა აძურას ნახევარმცველმა საკუთარი გუნდი შეაქო და თბილი სიტყები არც ანტონიო კონტეს მიმართ დაიშურა : “მართალია, იტალიის ნაკრებს არ ჰყავს ისეთი ინდივიდუალისტები, როგორებიც ედენ აზარი ან ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის, რითაც ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის.სკუადრა აძურა ერთი დიდი ოჯახია, თითოეული წევრი მზადაა ერთმანეთს დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს.ბევრ სხვა გუნდში ტოპ კლასის ვარსკვლავები სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელებს თითქმის არც ესაუბრებიან, ჩვენთან ასეთი რამ არასდროს მოხდება.აქ მწვრთნელი წყვეტს, ვინ დაიწყებს მატჩს მინდორზე და ვინ სკამზე, ფეხბურთელი ვალდებულია ბოლომდე დაიხარჯოს.კონტე ? – როცა იტალიას ვაქებ, ამ ადამიანის ხსენების გარეშე ფასი ყველაფერს ეკარგება.ორგანიზატორი, ლიდერი და ნამდვილი პროფესიონალი, სამაგალითო ადამიანია.არავინ ფიქრობს იმაზე, რომ კონტე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩელსიში მიდის, დიახ, ანტონიო არ შედის იმ მწვრთნელთა რიცხვში, რომლებსაც შეუძლიათ წლების განმავლობაში ერთ გუნდში იმუშაონ, იგი მუდამ მოძრაობისკენაა მიმართული.”

“ირლანდიასთან მატჩი ? – ის, რომ უკვე პირველ ადგილზე გავედით, არაფერს ცვლის.საინტერესო და დაძაბული მატჩის მოლოდინში ვარ, ჯგუფიდან გასვლა ცხრა ქულით ურიგო არ იქნებოდა, თავიმსხრივ, ბრიტანელებისთვის ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.დასვენებული ფეხბურთელები ? – მათი გუნდში ყოფნა აუცილებელია, რადგან იმას, ვინც მინდორზე იმყოფება, ბევრი სირბილი უწევს.შვედეთთან მატჩი ძალიან რთული გამოვიდა, საბედნიეროდ, მეორე ტაიმში ბევრად აგრესიულები ვიყავით.სათადარიგოთა სკამზე მაღალი დონის ფეხბურთელები იმყოფებიან და ნებისმიერ წამს, მათ მინდორზე გამოსვლას ყველაფრის შეცვლა შეუძლიათ.”

საუბარი რა თქმა უნდა, დაცვიოს ტრიოსაც შეეხო, საუბარია ანდრეა ბარძალიზე, ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინიზე : “ვფიქრობ, რომ ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან, ჯიჯი ბუფონთან ერთად.ჩამოყალიბებული, პროფესიონალი ფეხბურთელები, რომლებიც უკვე მერამდენე სეზონია კლუბში და ნაკრებში საკუთარ სიტყვას ამბობენ.ჩემი პოზიცია ? – ბევრს ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ ვცდილობ, ჩემი საუკეთესო თვისებები გამოვავლინო.არც ანდრეა პირლო ვარ და არც ანდრეს ინიესტა, ვარ ფეხბურთელი, რომელიც მოწინააღმდეგის შეწუხებას და ბურთის ართმევას ცდილობს.რა თქმა უნდა, მეტად დაცვითი ყაიდის მოთამაშე ვარ, მცველების წინ ასპარეზობა ჩემთვის ბევრად სასიამოვნოა.”

“ჩვენი ამბიციები ? – ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ, ბევრი გვაკრიტიკებდა, ცოტას სჯეროდა ჩვენი.ახლა, როდესაც ჯგუფიდან გასულები ვართ და პლეიოფში გვიწევს ასპარეზობა, რთულია წინასწარ მიზნად დაისახო, სანამდე გსურს მისვლა.იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა გაგიხსენონ და შენზე ილაპარაკონ, უნდა გაიმარჯო.ლესტერს რომ პრემიერ ლიგა ვერ მოეგო და მეორე, ან თუნდაც მესამე პოზიციაზე დაესრულებინა სეზონი, წლების შემდეგ ისინი არავის გაახსენდებოდა, ახლა კი, ისტორიაში არიან შესულები.ფინალის მოგება ერთადერთია, რითაც შენს სახელს ისტორიას ჩუქნი.”

“ირლანდია ? – რთული დაპირისპირება იქნება, მოწინააღმდეგე ბევრად მეტი მოტივაციით იასპარეზებს ვიდრე ჩვენ.ბრიტანელებს ფიზიკურად ძლიერი გუნდი ჰყავთ, 90 წუთის მანძილზე მოძრაობენ და იბრძვიან.2012 წელს, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მათ გასვლის შანსი არ ჰქონდათ, თუმცა, გულშემატკივრები ბოლომდე მღეროდნენ და ფეხბურთელებით მათთვის თამაშობდნენ.შვედეთთან მათი დაპირისპირება ნამდვილად არ მინახავს, თუმცა რაღაც ვიდეოები ვნახე, ნებისმიერ შემთხვევაში, უფლება არ გვაქვს, მინდორზე მოუმზადებლები გავიდეთ.ჰყავთ მაღალი დონის ფორვარდი, შეინ ლონგი, სწორედ მისგან ველი ყველაზე დიდ საფრთხეს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
10_means_alex
10_means_alex
8 years ago

ძაან მაგარია დეროსი. რომას ესეთი ფანატი რო არ ყოფილიყო დიდ ფეხბურთს ითამაშებდა

დელ პიერო
დელ პიერო
8 years ago
Reply to  10_means_alex

ისედაც თამაშობს დიდ ფეხბურთს, დიდი ფეხბურთისთვის არაა აუცილებელი რეალში ან ბარსელონაში თამაშობდეს, მსოფლიო კლასის ნახევარმცველია

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  10_means_alex

მეტი რაღა ქნას 2004 წლიდან ნარებში თამაშობს და მსოფლიო მოიგო,ერთერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია იტალიაში )

mamuka tsagareishvili
8 years ago

konte martlac uzlieresi mwvrtnilia.iuves dacva rom sauketesoa amas wyali ar gauva. de rosi cota shenelebuli magram zlieri motamoshea mis poziciaze italias misi gamocdileba dzalian exmareba

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x