ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სპორტმედიასეტი : პოგბა 85% – ით “იუვენტუსში” დარჩება

სპორტმედიასეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” მცდელობა პოლ პოგბას ხელში ჩასაგდებად არანაირ შედეგს არ გამოიღებს.მართალია, სამეფო კლუბი ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ სერიოზულ თანხას იხდის და პარალელურად მინო რაიოლას დიდ ფულს პირდება, თუმცა ჯუზეპე მაროტა ასე მარტივად არ აპირებს “იუვენტუსის” ლიდერის დათმობას და ფლორენტინო პერესთან შეხვედრას მხოლოდ ალვარო მორატას თაობაზე აპირებს.სწორედ ამ გამოცემის ჟურნალისტი, პაოლო ბარგიჯია პოგბას ბიანკონერებში დარჩენას 85 პროცენტს აძლევს, წასვლას კი მხოლოდ თხუთმეტს.რაც შეეხება მორატას, იმ შემთხვევაში, თუ ალვარო მადრიდში დაბრუნდება, ტურინელები გრაციანო პელეს ან მიკი ბათშუის ტრანსფერზე გადაერთვებიან.ბელგიელი ფორვარდი 30 მილიონი ევრო ღირს, იტალიელი კი რა თქმა უნდა, ბევრად იაფი.

წყარო : Tuttojuve

8 thoughts on “სპორტმედიასეტი : პოგბა 85% – ით “იუვენტუსში” დარჩება

    1. გეთანხმები ძმაო პელეს ბევრად ჯობს ლორენტე რომ დააბრუნონ მაგარი კაცია

  1. პოგბას როგრც ჩანს თვითონ არ უნდა წაავიდეს ამ ეტაპზე მაინც და მაგარი ჩუვაკია ხოდა ამის ფონზე რაიოლა ცდილობს თვითონ იუვეთი იშოვოს მეტი პოგბას ხარჯზე ასე ვთქვათ ათამაშებს ერთ ადგილს რახან პოგბა ვერ დაიყოლია გუნდის გამოცვლაზე :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.