მაროტა მორატას ჩანაცვლებას ბაჩუაითი აპირებს
ალვარო მორატას მადრიდის “რეალში” დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია, ოფიციალური ტურინი კი ესპანელის შემცვლელებზე იწყებს ფიქრს.იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯუზეპე მაროტა განსაკუთრებულ ინტერესს “მარსელის” ფორვარდის, მიკი ბაჩუაის მიმართ იჩენს, რომელმაც გასულ სეზონში ოლიმპიკელთა შემადგენლობაში 17 გოლის გატანა შეძლო.ბელგიელი წინახაზელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ევროა, თუმცა ტურინელებს იმედი აქვთ, რომ ტრანსფერში მაურისიო ისლას ჩართვით ეს თანხა გარკვეულწილად მაინც შემცირდება.შეგახსენებთ, რომ მორატას სამეფო კლუბში დაბრუნების შედეგად ბიანკონერების ბიუჯეტი 30 მილიონი ევროთი შეივსება, ეს თანხა კი სრულად მოხმარდება თავდამსხმელის შეძენას.
ამის მოყვანას 40 მილიონად ჯობდა მორატასთვის დაემატებინათ კიდე 20 მილიონი და დაეტოვებინათ. ხასიათის ფეხბურთელია, საფრანგეთში როცა ხარ გუნდის მთავარი ფორვარდი, სეზონში 17 გოლი ცოტაა როცა იუვეს ძირითად ფორვარდად უნდა მოიაზრებოდეს… მორატა კი უკვე გაცნობილი იყო იტალიას ჩემპიონატს და ლიგაზეც კარგი იყო…
ახლა ვუყურე ამის ვიდეოებს და რა მოგწონთ, ვერ გამიგია, ამან უნდა შეცვალოს მორატა? :დ ისევ ძაძა მირჩევნია ამას, მაინც შეჩვეული ჭირია ;დ
თუ იუვეში გადმოვიდა ეს ლუკაკუსაც აჯობებს ბენტეკესაც და ორიჯისაც
ძალიან მაგარი იგროკია მართლა,მთავარია მარსელთან შეთანხმდნენ,მორატას ღირსეულად ჩაანაცვლებს ნაღდად,საღოლ მაროტას თუ ეს იჩალიჩა
ეს მართლა უნიჭიერესია და თუ მოიყვანეს გაამართლებს, მთავარია მორატას შეცვლა იმობილეთი ან პელეთი არ მოინდომოს მაროტამ
იმედია ისე ჰეცვლის რო არ ინანებს იუვე მის გაჰვებას