ფეხბურთი დელ პიეროს და ნამდვილი “10”-იანის გარეშე..
უკანასკნელ ხანებში პოგბას თაობაზე ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ უფრო მეტი წინ გველის.. საფეხბურთო სამყარო ყოველმხრივ შეცვლილია და ფული მასში გადამწყვეტ როლს თამაშობს.. თუმცა, არიან ისეთებიც ვისთვისაც პატივისცემა, ტრადიცია, ისტორია და 10 ნომრიანი მაისური მნიშვნელოვანია.. მაგრამ.. საფეხბურთო სამყაროში “დელ პიერო(ები)” აღარ არიან.. ეს არ არის სიახლე.. ეს არ გამოუქვეყნებია სქაი სპორტს ან ტუტოიუვეს.. გადავწყვიტე თავადვე შემეფასებინა ის, რაც ჩვენს თავს ხდება ბოლო პერიოდში და აქ მარტო მინო რაიოლა არ არის ჩართული:
“ჩემი კლიენტი არ აპირებს მოლაპარაკება აწარმოოს მადრიდის რეალთან.. ეს კლუბი ყიდულობს ფეხბურთელებს და შემდეგ ისვრის მათ ნაგვის ყუთში, როგორც ხელსახოცებს. პოგბა ჭირდება კლუბს, რომელსაც სჯერა მისი პოტენციალის და იქნება კარგ დამოკიდებულებაში მოთამაშესთან”..
ეს გახლავთ პოლის საფეხბურთო აგენტის, პოპულარული მინო რაიოლას სიტყვები, რომელიც თავის დროზე რეალის მესვეურები და ქომაგები ძალიან გააბრაზა.. გადის ხანი.. თუმცა, რა ხანი გავიდა სულ რაღაც ერთი სეზონი და რაიოლა შემდეგ კომენტარს იძლევა:
“მოლაპარაკებები მადრიდულ მხარესთან საწყის ეტაპზეა.პოგბა აღმერთებს რეალსა და ზინედინ ზიდანს და გადაწყვეტილების მიღებაში ეს ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.მისი ფასი ? – პოლი იმდენი ღირს, რამდენის გადახდასაც მის სანაცვლოდ აპირებენ”..
ვერ ვხვდები სად არის სიმართლე და სად არა.. ზაფხულის ან ზამთრის სატრანსფერო პერიოდი ისე არ გავა მოცემულ ფეხბურთელზე დიდი აჟიოტაჟი არ იყოს ატეხილი.. თავდაპირველად რაიოლას სიტყვებმა ბევრ ჩვენთაგანს ატკინა გული.. იმაზე ცუდი მოსასმენა რა უნდა იყოს, როდესაც ფეხბურთელს უდიდეს ნდობას უცხადებ და საჯაროდ აფიქსირებ ამ ყოველივეს.. აძლევ 10 ნომრიან მაისურს, უხანგრძლივებ კონტრაქტს და პრაქტიკულად გუნდში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფიგურად ხდი.. და თან ეს გუნდი არც ალავესია და მაგალაგა.. პარმა ან სასუოლო.. საუბარი მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ გრანდს ეხება, რომელმაც დაიბრუნა სახე და მიისწრაფვის აბსოლუტური წარმატებისკენ..
საწყენია და ჩვენი რეაქცია ბუნებრივი იყო.. როდესაც გუნდის ლიდერად გთვლიან და უკლებლივ ყველა დარჩენისკენ გიბიძგებს, შენ თეთრი მადრიდული ოცნებისკენ გიზიდავს.. თუმცა, რეალურად საქმე ფულს ეხება.. ძნელია ჩვენი გადმოსახედიდან ფეხბურთელს საქციელი გაუკრიტიკო.. საუბარი 10-13 მილიონზეა წელიწადში, რომელიც მართლა შთამებჭდავია..
მაგრამ გული იმ ფაქტზე მტკივა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მართლა აღარ არიან მოთამაშეები, რომელთა სიტყვას ფასი ექნება.. დელ პიერო ჩვენთვის ყველაზე ახლოა.. მისი სიტყვები, საქციელი და გადაწყვეტილება წლების მერე კიდევ უფრო დაფასებული და სიყვარულით სავსე იქნება. და მე როცა იუვეს ტიფოზს ვხედავ როგორ გიჟდებიან ჩემი უსაყვარლესი კლუბის ფერებში შემოსული ახალგაზრდები რონალდუ, მესი და სხვა ფიგურებზე, განვიცდი.. განვიცდი გულით, რადგან ჩვენს რიგებში ასპარეზობდნენ ისეთი ფიგურები რომლებიც ამინდს ჰქმნიდნენ არამარტო საფეხბურთო მოედანზე. ესენი იყვნენ ადამიანები, რომელთაც წლები ვერაფერს დააკლებს.. ყოველთვის ეყვარებათ და პატივისცემით სავსენი იქნებიან.. გაეტანო შირეა! ადამიანი რომლის თამაშს მე არ მოვსწრებივარ, მაგრამ იგი არავის დავიწყებია და ცოცხალია.. იმიტომ რომ იყო პროფესიონალი..
ზოგისთვის სეზონში 60 გოლი, მედიდური წარმოდგენა საკუთარ თავზე და ნარცისიზმი იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე სანტიაბო ბერნაბეუზე ტაშის დაკვრა.. სერია ბ-ში გუნდთთან ერთად ყოფნა.. ერთგულება და 10 ნომერი.. ჩემმა იუვენტუსსმა უფრო მეტი გააკეთა ვიდრე წელიწადში 10-13 მილიონი და სეზონში 60 გოლია.. მეტი გააკეთა, რომ მასსზე დღევანდელი იუვენტინოები ისეთივე აღფრთოვანებით საუბრობდნენ ვიდრე პრიმერას ან ლიგის მედლებია.. ეს უკანასკნელი კი მალე იქნება და იმედი მაქვს მას იმ ფეხბურთელებით მოვიპოვებთ ვინც იცის შრომის, მოთმინების და გამარჯვების ფასი მილიონების გარეშე.. დიახ, ეს ჩემი იუვენტუსია მილიონების გარეშე, მაგრამ დიდი სიყვარულით, ემოციით..
დიდი ხანია ვკიტხულობ ბევრ სიახლეს საგოლ მაგრამ დელ პიერო ერთია ბუფონზე მეტი და იტალიაზე მეტია
დელ პიერო იყო იუვეს გული და მისმა თამაშმა შემაყვარა იუვე ასე ძალიაან! ვინ არ იყიდდა მას იუვე სერია ადან რო გავარდა, მაგრამ მას ერთი წამი არ უფიქრია იუვეს დატოვება! ლეგენდარული ფეხბურთელი და უდიდესი გულის ადამიანიი! აი ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება დგეს იუვეში ძმებო და არ ზოგიერთებივით ფულზე დახარბებული ადამიანებიი! წავა პოგბაა? წავიდეეს! ერთი მაგის ფულის მონა დ.შ! იუვეს ფეხბურთელები არავისზე ნაკლები არაზდროს ყავდა და არც ეყოლებაა! პლატინის, ბაჯოს, ალექსის, ნაცვამ 10ნომერს ნამდვილად არ იმსახურებს ის ზოზინააა!
da saertod delpieros tu vapasebt misi 10 nomriani maisuri iuveze sheyvarebul pexburtels unda ecvas da ara pulis monas. pogba magrad miyvars magram tu gadava egoisturad magram mainc shemzizgdeba.
ნაგავი აგენტი ყავს პოგბა ) ფულის მონააა ) ადრე რალთან ძაან ცუდი ურთიერთობა ქონდა და მაგიტო ამბობდა მაგ სიტყვებს ) ეხლა კიდე პერესმა დაალაგა მასთან ურთიერთობა კარგად იცის რო რაიოლას გარეშე პოგბას ვერ შეიძენს ) და სხვანაირად აჭიკჭიკდა ეს ფულის ტომარაა ტიპი ) პოგბა ძაან უჯერებს აგენტსს და ითვალისწინებს მის რჩევებს ) მოკლედ დავიგალე უკვე სადაც უნდათ იქ წავიდნენ იუვე მაინც იუვე იქნება
ყველა აგენტი ფულის მონაა ძამა :)) არ კიდია პოგბა სად ითამაშებს :))
ბრავო კარგი სსტატიაა… აქამდე მეშინოდა რო ბოგბა წავიდოდა, ეხლა აღარ ვიდარდებ. ვისაც ჩვენთან არ უნდა და იუვენტინო არაა გულით წაბრძანდეს. აიღებს ათიანს დიბალა და ატარებს მთელი სულით მე მჯერა. მაგრამ იმისაც მჯერა რო ბოგბინიო არსადაც რ წავა :)
გვყავდა დელ პიერო, მაგრამ ვერ დავაფასეთ, გუნდიდან გავაგდეთ, ნაწყენი… ეს მიიღო ალექსმა იმ თავდადების და სიყვარულის სანაცვლოდ, რაც მან ჩვენდ და გუნდს აჩუქა
არ წავა პოგბა არსად <3
მარტო ფეხბურთელები არა, კლუბებიც შეიცვალენ. დელ პიერო გუნდიდან გავაგდეთ, ტოტისაც იგივე ემუქრებოდა წელს რომაში, ფაქტიურად აგდებდნენ, მაგრამ თვითონ ჩესკომ იჩალიჩა. აღარ ჭირდებათ კლუბებს ლეგენდები და თავგადაკლული გულშემატკივრები, ყველაფერს კომერციულად უყურებენ და მხოლოდ ფულის შოვნაზე არიან გადასული.
რაც შეეხება პოგბას, ჯერ ერთი აღმერთებსო არ უთქვამს რაიოლას. მეორეც, არც იუვეა ის გუნდი რომ ერთ ფეხბურთელზე იყოს დამოკიდებული და არც პოგბაა ისეთი ლიდერი რომ მისი შეცვლა შეუძლებელი იყოს. რასაკვირველია მინდა რომ დარჩეს რადგან დიდ პოტენციალს ვხედავ ამ ბიჭში, მაგრამ თუ წასვლა უნდა გადაიხადოს რეალმა მაყუთი და წაიყვანოს. დარწმუნებული ვარ რომ კარიერას გაიფუჭებს რეალში გადასვლით.
“Pogba admires Real Madrid and Zinedine Zidane and that will be very important when making his decision.”
http://www.football-italia.net/86107/raiola-pogba-initial-real-madrid-talks
აღფრთოვანებულია, გიჟდება და სიტყვების კომბინაციაა..
ერთი წლის წინ სულ სხვა რამ თქვა და ამის შემდეგ თუნდაც ეს უკვე სასაცილოა :) ყველაფერი შეიცვალა გეთანხმები.. მე ის დავწერე ზუსტად რომ დელპიერო აღარ არისთქო და ამაში ბევრი რამ ვიგულისხმე.
გაღმერთება არის worship. admire უფრო აღტაცებას / აღფრთოვანებას ნიშნავს. გასაგებია რომ ზიდანის თაყვანისმცემელია, ამაში ცუდი არაფერია. რაც შეეხება იმას რომ რეალი მოსწონს, მაინც რაიოლას სიტყვებია და მე პირადად დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. თუ პოგბა თავად გამოვა და იტყვის რომ რეალი უფრო იზიდავს ვიდრე იუვე და იქ გადასვლაზე ოცნებობს, მხოლოდ მაშინ ჩავთვლი რომ იუვესთვის დაკარგულია. მანამდე კი აგენტების და ჟურნალისტების ბალამუტია ყველაფერი.
ჩემთვის ახლა აღტაცებულიც და გაგიჟებული და გაფანატებულიც ერთი და იგივეა როცა იუვეს 10-ის ეხება )
ჩემთვისაც. უბრალოდ ხალხი უკვე აგინებს და მიწასთან ასწორებს და მგონია რომ ჯერ ნაადრევია.
ავტორ, უმაგრესი სტატიაა. არ ვიცი რა, თუ წასვლა უნდათ პოგბას და მორატას, წავიდნენ, ძალით ვერავის დააკავებს ვერც მაროტა და ვერც ანიელი. უბრალოდ ის იქნება საწყენი რო წავლენ და დაიწყებენ მერე “ტურინი ჩემს გულშია” ” იუვე საუკეთესოა”, თუ ასე გიყვარს რაღას გარბიხარ? იმენა გული მიცრუვდება პოგბაზეც და მორატაზეც.
ვერასოდეს მოვინელებ…ყველაფრის შემდეგ, იმ თავგანწირვის, შეუძლებელი სიყვარულის სანაცვლოდ როგორც მოექცა იუვე ალესანდრო დელ პიეროს….
ავტორ სუპერ სტატია გეთანხმები ყველაფერჰი