ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა მორატას ჩანაცვლებას ბაჩუაითი აპირებს

ალვარო მორატას მადრიდის “რეალში” დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია, ოფიციალური ტურინი კი ესპანელის შემცვლელებზე იწყებს ფიქრს.იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯუზეპე მაროტა განსაკუთრებულ ინტერესს “მარსელის” ფორვარდის, მიკი ბაჩუაის მიმართ იჩენს, რომელმაც გასულ სეზონში ოლიმპიკელთა შემადგენლობაში 17 გოლის გატანა შეძლო.ბელგიელი წინახაზელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ევროა, თუმცა ტურინელებს იმედი აქვთ, რომ ტრანსფერში მაურისიო ისლას ჩართვით ეს თანხა გარკვეულწილად მაინც შემცირდება.შეგახსენებთ, რომ მორატას სამეფო კლუბში დაბრუნების შედეგად ბიანკონერების ბიუჯეტი 30 მილიონი ევროთი შეივსება, ეს თანხა კი სრულად მოხმარდება თავდამსხმელის შეძენას.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
პიემონტი..11
პიემონტი..11
8 years ago

ამის მოყვანას 40 მილიონად ჯობდა მორატასთვის დაემატებინათ კიდე 20 მილიონი და დაეტოვებინათ. ხასიათის ფეხბურთელია, საფრანგეთში როცა ხარ გუნდის მთავარი ფორვარდი, სეზონში 17 გოლი ცოტაა როცა იუვეს ძირითად ფორვარდად უნდა მოიაზრებოდეს… მორატა კი უკვე გაცნობილი იყო იტალიას ჩემპიონატს და ლიგაზეც კარგი იყო… :loool:

lexo doreuli
8 years ago

ახლა ვუყურე ამის ვიდეოებს და რა მოგწონთ, ვერ გამიგია, ამან უნდა შეცვალოს მორატა? :დ ისევ ძაძა მირჩევნია ამას, მაინც შეჩვეული ჭირია ;დ

Simone Zaza
8 years ago

თუ იუვეში გადმოვიდა ეს ლუკაკუსაც აჯობებს ბენტეკესაც და ორიჯისაც :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ძალიან მაგარი იგროკია მართლა,მთავარია მარსელთან შეთანხმდნენ,მორატას ღირსეულად ჩაანაცვლებს ნაღდად,საღოლ მაროტას თუ ეს იჩალიჩა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იმედია ისე ჰეცვლის რო არ ინანებს იუვე მის გაჰვებას

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x