ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ესპანეთი – გადაულახავი დაბრკოლება იტალიისთვის და რევანშის მორიგი შანსი

ხორვატიისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დასრულებული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ იტალია ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ფურია როხას დაუპირისპირდება.სკუადრა აძურას ერთგულ ქომაგებს კარგად ემახსოვრებათ, რამდენად რთული და უხერხული მეტოქეა აპენინელთათვის პირენეელები.ისტორიას რომ არ გადავწყვდეთ, ბოლო ორ ევროპირველობაზე იტალიელთა ოცნებები სწორედ ესპანელებმა დაამსხვრიეს, 2008 წელს 1/4 ფინალიდან გამოგვაგდეს პენალტების სერიით, 2012 წელს კი საერთოდ ფინალში გაგვანადგურეს, 4:0.

სკუადრა აძურას ფურია როხა ბოლოს 1994 წელს წელს დაუმარცხებია, ოფიციალურ შეხვედრაში, მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში ლურჯებმა 2-1 მოიგეს და ფინალში გავიდნენ, ამის შემდეგ კი, ესპანელები მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებისთვის გადაულახავ ბარიერს წარმოადგენენ და რა გასაკვირია, რომ მათთან შეხვედრა არცერთ იტალიელ ქომაგს არ სურდა.

2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეს გუნდები ერთ ჯგუფში იყვნენ, მატჩი 1-1 მორჩა, ანტონიო დი ნატალეს გოლს სესკ ფაბრეგასმა უპასუხა და ორივე გრანდმა აქტივში თითო-თითო ქულა ჩაიწერა, ამის შემდეგ ისინი ფინალამდე მივიდნენ და ჩემპიონატის გადამწყვეტ დაპირისპირებაში რაც მოხდა, ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

2013 წლის კონფედერაციის თასიც არ დავივიწყოთ, ძირითადი და დამატებითი დროები 0-0 დასრულდა, პენალტების სერიაში 2008 წლის მსგავსად კვლავ ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდები აღმოჩნდნენ უფრო ძლიერები.იმასაც გეტყვით, რომ მეგობრული მატჩების ჩათვლით, აძურებს ესპანეთის კარში ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი აქვთ გატანილი, ეს გოლი ალბერტო აკვილანის ანგარიშზეა.

საერთოდ, E ჯგუფის ლიდერობით იტალიამ ფინალისკენ მიმავალი ურთულესი გზა აირჩია, ზოგიერთი ჟურნალისტის აზრით, სჯობდა ანტონიო კონტეს გუნდს ჯგუფში მეორე ადგილი დაეკავებინა და ე.წ F ჯგუფის ბადეში მოხვედრილიყო, სადაც მომავალ მეტოქეებს არა გრანდები, არამედ მეორე ეშელონის გუნდები წარმოადგენდნენ.

მოკლედ, სიტუაცია ასეა, 27 ივნისს სკუადრა აძურა ესპანეთს პარიზში დაუპირისპირდება.თუ კონტეს ბიჭები ამ დაბრკოლებას წარმატებით გაივლიან, დიდი ალბათობით გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელიც 1/8 ფინალს შედარებით მარტივად გაივლის.აი ნახევარფინალში კი, თუ მის მატჩებს ორივეს მოიგებს ტურნირის მასპინძელი, საფრანგეთი დაუხვდება, მამლებიც სწორედ ამ ბადეში არიან განთესილნი.

1/4 ფინალზე საუბარი ჯერ ადრეა, ეს უბრალოდ, მცირე წარმოდგენა შეგიქმენით სამომავლო მატჩებზე, მანამდე კი ორშაბათის საღამოს დაველოდოთ და ვნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება ახლა უკვე მადრიდის “რეალის” წევრის, ალვარო მორატას დაპირისპირება “იუვენტუსის” გაუვალ კედელთან.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino
juventino
8 years ago

Konte idealuri mwvrtnelia.. Mtavaria bichebma is hecdomebi ar daushvan rac shvedebtan. Zusti pasebi. Centri centrshi unda idges da sakutari flangebi ar unda sheaviwrovon.. Da rac.mtavaria iniesta kargad aiyvanon. Iniestan dablokva espanetistvis xelpexis shekvras nishnavs

8 years ago

კონტეზე ცუდს რომ ამბობთ მიკვირს იუვეს გულშემატკივრები. ჩასვრილი იუვე ჩაიბარა და ფეხზე დააყენა, ასევე ჩასვრილი იტალია ჩაიბარა (რომელიც 2 მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა) და წელს ჯგუფში პირველზე გავიდა.რაც მწვრთნელია ნაკრებს არცერთი ოფიციალური შეხვედრა არ წაუგია. პს. კონტე შვედეთს ფრეს უგორებდა ალბათ, საერთოდ არ უტევდა, რომ მეორეზე გასულიყო და ადვილი გზით წასულიყო, მაგრამ ედერს გაუვარდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! და კიდე ერთი დასტური იმისა, რომ კონტე არ ეუბნება არავის არ გაიტანოო. პსს. რაც უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე ყავს იტალიას, მით მეტად მობილიზდებიან… და აღარაფერს ვამბობ, უეფას მიერ განაწილებულებუ პლეიფოებზე. ყველაზე კატასტროფა ე ჯგუფია და ყველაზე მეტად დაჩაგრული. რატო ხვდება ა ბ ც… Read more »

10_means_alex
10_means_alex
8 years ago

ნუ ფლაიოფებში რო ღტული მეტოქეები გვეყოლებოდა დარწმუნებული ვიყავი, ეგ ყოველთვის ეგრე ხდება, მასპინძელს ხო უეჭველი უნდა შევხვდეთ, 98 წლიდან მოყოლებული ყველა მასფინძელს ჩვენ შევხვდით. მაგრამ კარგია, იყოს ძლიერი გუნდები, აბა “მალმიოს და ვოლსბურგების” ჩემპიონობა რათგვინდა

იუვეეე
იუვეეე
8 years ago

Vერ გავლნენ კონტე ასეთ მომტებში სუ ისვრის ბენფიკასთან საუკუნე შმონტეობა და ჩავრა ლიგაზე რაღაც ჭ კლასის გუნდთან ფრეზე თამაში და მერე გალასთან ჩასვრა ესპანეთზე კაი 500 ლარი უნდა შრაგდო კონტეს ახლა დაეწყება ბორძიკი

juventus***
juventus***
8 years ago

Shansi aris… marcisa da verati ro gvyavdes mashin nagdad gavidodit

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ახლა გამოჩდება იტალიის ნამდვილი ძალა

Trezeguet
ბიანკონერი
8 years ago

ისე ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი რო დავამარცხოთ და ფინალში არ გაგვიმართლოს რა უსამართლობა იქნება :chuvak:

Trezeguet
ბიანკონერი
8 years ago

ყველაზე რთული მეტოქეა იტალიოსთვის :blin: როგორც გერმანიაა ყველაზე ადვილი აძურასთვის :chuvak:

Lb19
Lb19
8 years ago

კონტემ თუ არ ჩაისვარა ისე როგორც მნიშვნელოვან თამაშებში სჩვევია,წესით კი უნდა გავიდნენ :chuvak:

შოთიკო
შოთიკო
8 years ago
Reply to  Lb19

??? კონტეს დამსახურებაა ამ ფორმაციის იტალიას 2 მოგება რომ აქვს :yes:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x