მაროტა მორატას შემცვლელებზე ფიქრობს : სანჩესი თუ კეიტა ბალდე ?
ალვარო მორატა უკვე მადრიდის “რეალის” წევრია და ტურინის “იუვენტუსი” მის შემცვლელებზე იწყებს ფიქრს.სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე მაროტას სია ედინსონ კავანით და რომელო ლუკაკუთი იწყება, თუმცა მათი ფასი საკმაოდ მაღალია და ნაკლებ სავარაუდოა, ტურინელებმა ტრანსფერის განხორციელება შეძლონ.ამჯერად იტალიური პრესა ბებერ ქალბატონს ალექსის სანჩესსა და კეიტა ბალდეს უკავშირებს.ჩილელი ფორვარდი ლონდონის “არსენალის” წამყვანი ფიგურაა და მისი ღირებულება დაახლოებით 55 მილიონი ევროა, თუმცა მაროტას ხელთ არსებული ფინანსები მხოლოდ სამეფო კლუბისგან მიღებულ 30 მილიონს შეადგენს და იტალიელებს იმედი აქვთ, რომ ბრიტანელებთან სწორედ ამ თანხაზე გამონახავენ საერთო ენას.შესაძლოა ტრანსფერში რომელიმე მოთამაშე ჩართონ, მაგალითად სიმონე ძაძა, ამ უკანასკნელის გუნდიდან წასვლა გამორიცხული სულაც არაა.რაც შეეხება ბალდეს, 21 წლის უნიჭიერესი შემტევი ამჟამად “ლაციოს” რიგებში ირიცხება და მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს.სწრაფი, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი სენეგალელის ღირებულება გაცილებით დაბალია, 10 მილიონი ევრო.უახლოეს დღეებში ახალ ფორვარდთან დაკავშირებით კიდევ უნდა გავრცელდეს ცნობები..
არ გამყიდოთ

ბალო მაგარია კაი გუნდი არ შეხვედრია მაგას თორე დამიჯერე დღესაც ამგრად ითამაშებს 25 წლის არის ჯერ და ძაან დიდი პოტენციალი აქვს მაინც მინიმუმ 5-7 წელი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში პროსტა კაი გუნდი უნდა რა.. კეინის მაგრად არ მჯერა და რა ვქნა ვარდი მირჩევნია ბევრად
Jesus xo adzleven 30 milionad,moiyvanon da morcheba amit.xelfasebi moumaton tore yvela gamogvecleba xelidan da arbeinos mere zaza da berardi win da ukan
an miliki moiyvanon aiaqsidan magic magaria
კავანი, კეინი, ლუკაკუ ამათგან ერთერთი მოიყვანონ ასევე შესაძლებელია 20-25 ლიმონის ფარგლებში ფაბრეგასის მოყვანაც
გაუშვან – პადოინი, პერეირა, ლიხშტაინერი, ჰერნანეში, ძაძა თუ 20-25 გადაიხდიან და ეს ხალხი მოიყვანონ – დე შილიო, მხითარიანი და ბერნადესკი
არის კიდევ ესეთი ვარიანტი
გაუშვან პოგბა 130 ლიმონად და 3 მაღალი კლასის მოთამაშე დაიმატონ
ან რეალს ხამესი ისკო ან კროოსი მოსთხოვოს + 40-50 ლიმონის დამატებით.