ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzuri – ძაძა : “რთული მატჩი ჩავატარეთ”

სიმონე ძაძამ ირლანდიელთა წინააღმდეგ სრული მატჩი ჩაატარა.აქტიური იყო, მომენტიც ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერაფრით მოახერხა.შეხვედრის შემდეგ ბიანკონერების ფორვარდს სკაი სპორტმა ჩამოართვა ინტერვიუ : “გუნდი მუშაობას განაგრძობს, თითოეულ ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯებით და რაც მთავარია, ერთმანეთს ვგრძობთ.ვიცით, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვდივართ და თავს არავინ ზოგავს.დღევანდელი მატჩი უკვე წარსულია, წაგებული შეხვედრიდან უნდა გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და წინასვლა გავაგრძელოთ.რა თქმა უნდა, წარმატების მიღწევა ყველას სურდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გაგვიმართლა.ირლანდიელებისთვის ამ სამ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და მათთვის საბედნიეროდ, შედეგს მიაღწიეს კიდეც.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x