#ForzaAzzurri – იტალიამ ირლანდიას ისტორია დააწერინა
იტალია დამარცხდა, თუმცა გარდა სტატისტიკური მონაცემებისა მას აძურისთვის არაფერი დაუშავებია.. პირიქით ირლანდიის ისტორია დავწერეთ, რომელიც 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. ბელგიამ შვედეთი დაამარცხა, ხოლო მარტინ ონილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რამაც მათ მომავალ ეტაპზე თაამაშის უფლება მისცა. ხოლო იტალიელები.. წინ ესპანეთთან მძიმე შეხვედრაა.. უკანასკნელი ორი თამაში კი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს აძურის თავკაცთან..
მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტე იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელია, სკუადრა აძურამ პირველი ოფიციალური მარცხი განიცადა, ირლანდიას შეხვედრაში.აპენინელები მატჩის მიწურულს დაშვებული შეცდომების გამო დაისაჯნენ და სამაგიეროდ, ირლანდიელებს ისტორიული შედეგი დაუფიქსირეს.შეხვედრის შემდეგ კომენტარი ექს-ბიანკონერომაც გააკეთა : “გულწრფელად რომ გითხრათ, დიდად კმაყოფილი არ ვარ.ფიზიკურად და ტაქტიკურად რთული თამაში გამოდგა, დავმარცხდით ბრძოლაში.ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო და მესამე მატჩში წაგებას ნამდვილად არ ვგეგმავდით, მაგრამ მეტოქის მოტივაციამ თავისი გაიტანა.ინსინიე ? – ლორენცო მოედანზე მაშინ შევუშვი, როცა ირლანდიელთა დაცვა დაიღალა და აირია, მისი მოვალეობა იყო ნახევარდაცვასა და წინახაზს შორის ბურთი ხშირად მიეღო და შეეტია.ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელებს მეტი შრომისკენ მოვუწოდებ, ბიჭები მინდორზე ბოლომდე იბრძვიან.ესპანეთი ? – მე ვერ გეტყვით, ვართ თუ არა მათ დონეზე, ყველაფერს 1/8 ფინალი გვაჩვენებს.”
სიმონე ძაძამ ირლანდიელთა წინააღმდეგ სრული მატჩი ჩაატარა.აქტიური იყო, მომენტიც ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერაფრით მოახერხა.შეხვედრის შემდეგ ბიანკონერების ფორვარდს სკაი სპორტმა ჩამოართვა ინტერვიუ : “გუნდი მუშაობას განაგრძობს, თითოეულ ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯებით და რაც მთავარია, ერთმანეთს ვგრძობთ.ვიცით, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვდივართ და თავს არავინ ზოგავს.დღევანდელი მატჩი უკვე წარსულია, წაგებული შეხვედრიდან უნდა გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და წინასვლა გავაგრძელოთ.რა თქმა უნდა, წარმატების მიღწევა ყველას სურდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გაგვიმართლა.ირლანდიელებისთვის ამ სამ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და მათთვის საბედნიეროდ, შედეგს მიაღწიეს კიდეც.”
იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად კაპიტნის რანგში მინდორზე ლეონარდო ბონუჩიმ გაიყვანა.ბიანკონერების მცველი თავიდან დამაჯერებლად ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ უხეში შეცდომა დაუშვა და მისი გუნდი კინაღამ დაისაჯა : “ვფიქრობ, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ უკმაყოფილოები ვართ, დადებითი შედეგის დაფიქსირება გვსურდა.მინდა ირლანდიელები შევაქო, ბოლომდე იბრძოლეს, ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულნი და ჩვენი შეცდომებით ისარგებლეს.მეტოქეს საკუთარი თამაში ვერაფრით მოვახვიეთ თავს, მათ კი მომენტი იდეალურად გამოიყენეს.ამ მატჩმა სწორ გზაზე უნდა დაგვაბრუნოს, ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე და გავიაზროთ, რომ ზოგჯერ წაგებაც შესაძლებელია.”
აძურის თავ კაცს ანუ კონტეს რო “წაგბინოთ” არ გამოვა?
კითხვეს არ ბადებდა ამ ფორმაციის იტალიის ნაკრების ჯგუფში პირველი?
მაგრამ ეგრეა, კონტეს მადა ჭამაში მოყავს, როგორც იუვეში
(Pintu-ricchio)
“რო არ” უნდა დამეწერა.
ჩასაფრებული პოზიციაა ეგ, რო ელოდებით როდის მოგეცემატ შანსი კონტეს გალანძღვის. რაც ყველაზე მეტად იუვეს გულშემატკივრიდან არაა მოსაწონი
ოკ
ვაა ეს რას მოვესწარი ბიჭოო ბეროიუვემ კომენტარში არ ჩამოწერა მომავალი სეზონის შემადგენლობა და არ აღნიშნა რო რუბინიო სასწრაფო წესით გასაშვებია გუნდიდან, ვაა ბიჭო სანაკრებო თემას გადაწვდა და იუვენტინოებზე იბაზრაა აპინეთ ეს პოსტი ერთი კვირით, დაასხით დავლიოთ
ზაზა არის იმენა საცოდაობის განსახიერება, ტიპი ვერაფერს რო ვერ აკეთებს ღირებულს და ტექნიკა რო საერთოდ არააქვს მაგას თავი დავანებოთ, შეტევაში ჯარიმდება და სხვებსაც აღარ აცდის თამაშს. მოსვლის დღიდან ვიძახდი რო არ ვარგა. ძალიან დაბალი დონეა, დონე საერთოდ არ არის საცოდაობაა, მარტო ამ თამაშიდან გამომდინარე არ ვიძახი. პროსტა ვიღაც ვიღაცებს რომ ისევ მოსწონთ და ეიმედებათ ეგ მაგიჟებს
Arasdros meimedeboda da tavidanve vpiqrobdi ro aze ar iyo ubralod tipajis mebrdzoli xasietis da tundac saxelis gamoc ra vkaipobdi tore yvelam icis rac sheudzlia kontes garda mgoni ederi jobia daje.au dges dzaan gamwarebuli var ra bileti wavage biletebi
აჰაჰაჰა :))) მეც წავაგე ბილეთი პროსტა მაგიტომ არ ვარ გამწარებული ტიპი იმენა საშინელებაა გადმოსვლის დღიდან აქლემს მაგონებდა და მორატას ან მანჟუს რო არ წაუვიდოდა ხოლმე თამაში ტიპები რო წერდნენ ზაზა უნდა დაეყენებინა და რაღაცეებს მაგარი არაადეკვატური ვხდებოდი. ტიპს მგონი იუვეში აქვს ერთადერთი “ჰაილაითი” სევილიასთან რო გაიქცა წინ და რო დაარტყა. არ ვიცი ვის შევადარო კოლაფსია.
Gamwarebuli italiaze var da avstriaze orives ro ar waego 9000 vigebdi italias ro ar waego 5500.5 kilo davikeli rac evropa daiwyo yoveldge vikleb gagijebuli var.meored davamtvire leptopi ukve exla ukve televizortan ertad sheidzleba vigacas moechvenos ro reebs bazrobso aperistobso mara ravi ra aq raundao.teleponi gadamircha dzaan miyvars.bevri ki ar maqvs dasadebat valebi da kide valebi karoche ra.martla ra mezazavebagamwarebisgareshe vidzaxi imas ro zaza aze araa ratomac vbaleshikobdi xo mixvdi vbaleshikob xmamagali natqvamia.
გითანაგრძნობ, მეც დაახლოებით ეგეთ მდგომარეობაში ვარ, მაგხელა ფულებს ვერ ვიგებდი და არც წამიგია, მაგრამ მაინც მაგრად ტეხავს. ეს ევროპა ძალიან ცუდი გამოდგა სათამაშო კუთხით, თავიდან ჯიგრულად შეუბერეს რო ვფიქრობდი ჩატეხავენთქო და როცა უკვე სათამაშო ქონდათ მაშინ ჩაიქიმეს
pırvelıve tamasshı achvena ra sheudzlıat es prosta gamocada am tamasshı bıchebı espanetı unda avıgot magarı tamasshı ıqneba
Zazas imedia gayidian davxevdi am droshas davwvavdi
ამ სასტავით კიდე კარგად ვითამაშეთ
აუ ინსინიე რა კლასნია და ედერის თამაშს გვაყურებინებს კონტე
შემდეგ ეტაპზე ყველა იუვენტინო გავიდა ვინც კი იყო გამოძახებული ანუ 12 მოთამაშე
იტალია – ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, სტურარო, ძაძა
საფრანგეთი – ევრა, პოგბა
გერმანია – ხედირა
ესპანეთი – მორატა (იუვესდან წავიდა ნაკრებში)
შვეიცარია – ლიხშტაინერი
ხორვატია – მანძუკიჩი
გამოდის რომ ბელგიას და ინგლისის გარდა ევროპა ვინც არ უნდა მოიგოს იუვეს მოთამაშე იქნება.
Insinie momewonaa shemosvlaze espanettan unda daayenos
ხო მაგარი კლასნი და დუხიანი ბიჭია :)))))))
ხოოო ასეთი თამაშით უშანსოდ ვიქნებით ესპანეთთან. იმედია უბრალოდ დაიკიდეს ეს თამაში
Dziritadidan 2 kaci iyo marto da ras elodi me ar miyurebia tamashistvis mara realurad gamochnda rom kontes is yavs dayenebuli dziritadshi vinc martla unda idges