კიელინი:”მორატა? გამორჩეული ფორვარდია”
“ჩვენი უპირატესობა ამ ეტაპზე გარკვეულწილად ფიზიკურ კონიციებში იმალება.. მეტოქეებთან შედარებით უფრო მეტი დავისვენეთ და ასეთ გათამაშებაში მას დიდი როლი უჭირავს. შესაძლოა ლამაზ სტილში არ ვთამაშობთ, მაგრამ სტატისტიკას თუ გადავხედავთ ბევრ საგულისხმო ციფრს აღმოაჩენთ.. ჩვენი მიზანია მეტოქეს რაც შეიძლება ნაკლები სივრცე დავუთმოთ, ხოლო თავად ის მინიმალური მომენტები გამოვიყენოთ რაც გვექნება. ესპანეთი? დარწმუნებული ვარ ხორვატებთან შეცდომები რომ არ დაეშვათ ჯგუფურ ეტაპს 9 ქულით დაასრულებდნენ.. შესაძლოა გასულ გათამაშებებთან შედარებით ისეთივე მრისხანე არ არის, მაგრამ მათ მაინც აქვთ მოტივაცია.. ესპანეთი ცოცხალია და ამას მთელი ტურნირის მანძილზე ადასტურებდა.. ირლანდია? ბონუჩის მეტი ყურადღების გამოჩენა მართებდა, მაგრამ ვეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ. მორატა? სამწუხარო იქნება, რომ რეალმა იგი გარკვეულ მანევრირებაში გამოიყენოს, რადგან ალვარო მაღალი დონის ფორვარდია და ამას არ იმსახურებს. ვერაფრით ამიხსნია, თუ რა მიზეზით არ უნდა დარჩეს სამეფო კლუბში მინუმუმ 10 წელი? ყველანაირი მახასიათებელი გააჩნია, რომ ქომაგს სიხარული მიანიჭოს. ბოლო ორი წელია გაიზარდა როგორც პიროვნება და ამასთანავე გაუმჯობესდა ტაქტიკურადაც. ჩვენ მის განვითარებაში დიდი წვლილი შევიტანეთ, მაგრამ ნიჭი ისედაც მოიძიებდა განვითარების გზას”.
იგი წავიდა ცუდია, სანჩესი გვინდა
Wkviani kacia, bonuchizec swori tqva, moratazec da espaneti – italiazec, amis gareshe bonuchi ver tamashobs, kielini bevr iset saqmes aketebs romlis merec bonuchi chans sauketesod, arada realurad kielini yvela italiel mcvels ertadagebuls jobia
Igives tqma sheidzleba kielinizec. Orive ertmanets avsebs