მორატა: “თავს ყოველთვის იუვენტინოდ ვიგრძნობ”
ალვარო მორატამ ოფიციალურად დატოვა ტურინის “იუვენტუსი” და “რეალის” მფლობელობაში გადავიდა. ესპანელმა თავის ოფიციალურ გვერდზე მადლიერების წერილი გამოაქვეყნა, რომელიც “იუვეს” და მის ქომაგებს მიუძღვნა.
“ყველას გამარჯობა! ამ წერილის დაწერა არ იყო იოლი ჩემთვის. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელთაც სჯეროდათ ჩემი და რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი “იუვენტუსში” და ტურინში.
მადლობა მინდა გადავუხადო ანდრეა ანიელის, პაველ ნედვედს, ჯონ ელკანს, ჯუზეპე მაროტას, მატეო ფაბრისს და ასევე, ფაბიო პარატიჩს და ხავიერ რიბალტას; მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მუშაობს ამ ძლიერ კლუბში, რომელსაც “იუვენტუსი” ჰქვია; უბრალო მომუშავეებს, ფიზიოთერაპევტებს, ექიმებს, დაცვას..მოკლედ, ყველას, ვინც ამ კლუბის ნაწილია.
რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა “იუვენტუსის” ყველა ქომაგს მტელი მსოფლიოს მასშტაბით, მათი უპრეცედენტო სიყვარულისა და ქომაგობისთვის, რომელიც არასოდეს მაკლდა.
დიდი მადლობა მწვრთნელს იმისთვის, რომ სჯეროდა ჩემი და უკეთეს ფეხბურთელად მაქცია, მადლობა კაპიტანს, რომელიც თავგამოდებით მპატრონობდა და ყველა ჩემს თანაგუნდელს ყველა იმ ერთად გატარებული არაჩვეულებრივი დღისთვის, რადგან მათთან ერთად გამარჯვების მიღწევა იყო არაჩვეულებრივი.
ჩემში ყოველთვის დარჩება ეს კლუბი, მისი ისტორია და ყველა თქვენგანი. სადაც არ უნდა წავიდე, მე ყოველთვის იუვენტინოდ ვიგრძნობ თავს და ყოველთვის შემეძლება განვაცხადო ხმამაღლა და დიდი სიამაყით, რომ მე “იუვენტუსის” შავ-თეთრ მაისურს ვატარებდი და მისი ერთ-ერთი ჩემპიონი ვიყავი.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, რომ ნება მომეცით ვყოფილიყავი ამ ოჯახის ნაწილი!
წყარო: Football Italia
საიდან ასკვნით რო რეალის მისი გაყიდვა უნდა და მაიც იქ წავიდა ტო, ყველა ჭორიკანა გაზეთის როგორ გჯერათ, რამდენი ტრანსფერი გააოფიციალურეს მაგათმა და არცერთ განხორციელებულა :-) მთელი სეზონი ცენტრფორვარდის შემცვლელზე წუწუნებდნენ და ეხლა მორატას გაყიდიან?!!! რათქმაუნდა რეალს ბენზემას შემცვლელად, სჭირდება,მითუმეტეს მომატების და ბენზემას ამოგდების პოტენციალი გააჩნია ალვაროს
Meeechveba amisgan didi goliadori dadges yvelaperi winaaanda vnaxavt. Sashualeze cota magali donisnporvardia
თბილი და კარგი წერილი იყო. მეც და იუვეს უამრავ ქომაგსაც კარგად ემახსოვრები. წარმატებები
რა თქმა უნდა ადვილი არ იქნებოდა მისთვის ტურინში დარჩენა. რასაკვირველია, რომ იგი მამასთან, ოჯახის წევრებთან და უახლოეს ადამიანებთან ათასჯერ იმსჯელებდა ამ საკითხზე და ბუნებრივია ურჩევდნენ რომ კარიერული კუთხით სათამაშო პრაქტიკა უაღრესად მნიშვნელოვანია როდესაც პროფესიონალად ჩამოყალიბების პროცესში იმყოფები
ეს სიტყვები კი კარგია მაგრამ რეალურად დარჩენნა რო არ უნდოდა ფაქტია ამას რომ ეთქვა არ მინდა წასვლაო არავინ გაუშვებდა. ყველაზე ცუდი ისაა რო არც რეალი დაიტოვებს და ეგ თვითონაც იცის. ხო და კიდევ ბრუციანის მინუსი ესეთი უაზრო ტრანსფერი ისტორიას არ ახსოვს რა კონტრაქტი იყო ეს ?! დაგვცინა რეალმა
igi wava da sxva movao kaco mag araferi . . .
aleqsas wasvla gadavitanet da amasac avitant rogorme…
Rogorc iqna davijere ro wavida
aba he alvaro 
warmatebebi chuvak, tavs gaufrtxildi…
zazas ki moaklda zmakaci rogor gazlebs axla ushenod. . .
კარგი ფორვარდია, მაგრამ ცივსისხლიანობა აკლიაა! გოლზე დაგრეშილი არ არიიი… ბაიერნთან მესამე იმენნა ამას უნდა გაეტანა და მორჩებოდა ბაზარიიი!!!
არტურო გამოდი გიცანი.
.რეალში რომ რჩებოდეს არ დამწყდებოდა გული მათი გაზრდილია ესპანელია და გულშემატკივრობს პირველრიგში რელს და გასაგებია მაგრამ
ვაჭრობის საგნად? და ჯერ არ იცის რომრლ გუნდში ითამაშებს და აქ დარჩენა მინდაო ერთი არ უთქვია.როგორი იუვენტინოა ვერ ვხვდები.მაგრამ წარმატებები მევასები შე ჩათ..ლ…ხო.
Ai dzalian szalian gamityda sheni wasvla madloba yvelapristvis… Pes shi magrad damakldebi (((( da isedac juves daakldebi da gamixardeba male tu gnaxav isev juves rigebshi
ვიდალივით კი არ გამოიბა ენა მარა როგორც ჩანს ვიდალმაც ცხელ გულზე ისროლა ახლა სუ კარგად ლაპარაკობს ჩვენზე ეტყობა მაშინ რთული პერიოდი ქონდა მოკლედ იუვეს მაისური ვისაც ეცვა ყველას უყვარს ეს კლუბი ზიდანი რო ზიდანია ისიც კი აღნიშნავს რო იუვე საუცხოო კლუბია და დაუვიწყარი თავგადასავალი გამოაიარა აქ ჩვენი გაწვრთნაც კი უნდა მარა მაგისთვის ჯერ კაი მენეჯერი უნდა დადგეს დავაკვიდეთ რეალში როგორ იმუშავებს

ცოტათი კი მწყდება გული, მარა საერთო ჯამში ჯობდა რო წასულიყო.. არ იყო სრულად კონცენტრირებული და ჩამოყალიბებული და ესეთი ფეხბურთელი სიმართლე ითქვას იუვეს არ გამოადგებოდა…ის ვერ გაარკვია ფეხბურთელმა, რომ რეალს არ უნდა მისი დატოვება და გაყიდვა უნდა, იუვე კიდე დარჩენას სთხოვდა, მარა მაინც რეალში წავიდა.. აქედან ჩანს უკვე რა დონის ტიპიც არის..
დიდად არ ვიყავი მორატას ფანი მაგრამ გული დამწყდა მაინც წარმატებები

რა ბიჭი დავკარგეთ. ამისგან მომაკვდინებელი გოლების მანქანა დადგება. წარმატებები და ბევრი გოლი მომავალში, სადაც არ უნდა წავიდეს სულ მის გულშემატკივრად დავრჩები. იმედია რო მომავალში კიდევ ერთხელ მოირგებ იუვეს ფორმას.
P.S.
წარმატებებს ვუსურვებ იტალიასთან თამაშის მერე, ხოლო იტალიასთან ბევრი გაფუჭებული მომენტი და ბოლოს მარცხის სიმწარე. რა ვქნა ალვარო მევასები, მარა იტალიელები უფრო მეტად მევასება.
წარმატებები, ალვარო!!!
მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთე!