რაიოლა “იუვეს” წარმომადგენლებს ორშაბათს შემოთავაზებებს წარუდგენს
მიუხედავად იმისა, რომ ტურინის “იუვენტუსი” პოლ პოგბას გაყიდვას არანაირ ფასად არ აპირებს, მინო რაიოლა ფეხბურთელით დაინტერესებული კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრას მაინც გეგმავს.სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორშაბათს მოთამაშის პირადი აგენტი ტურინში ჩაფრინდება, შეხვედრას მაროტა/პარატიჩის დუეტთან გამართავს და მათ მადრიდის “რეალისა” და მანჩესტერ “იუნაიტედის” შემოთავაზებებს წარუდგენს.ამავე წყაროს მტკიცებით, ეს ოფერები დაახლოებით 120 მილიონიანი იქნება, თავად რაიოლა კი სერიოზულ თანხას მიიღებს ბონუსის სახით.საინტერესოა, რა პასუხს გასცემენ ბიანკონერების ხელმძღვანელები პოგბას გასხვისებაზე მონდომებულ აგენტს და რამდენად მოხიბლავს ტურინელებს დიდი ფული.
Pogbas gayidva ar sheidzleba,es calsaxaad damijeret,yovel wels iuvedari gundi wamyvan varskvlavebs ar unda yiddes.egre shemdeg wels dibalashi mogvcemen daaxloebit magdens da isic gayidon,imis shemdeg wels kide vigacashi da ra gamova amit
პოგბა კარგია მაგრამ … მგონი მენეჯმენტის განვითარებისთვის მისი გაყიდვა უკეთესი იქნება. მესმის რომ ვაჭრევბი არ ვართ და ასე შემდეგ თუმცა მგონი – პოგბა + 3 პოზიციის გაძლიერება უკეთეს შედეგს მოტანს. – ზიდანი + ბუფონი, ტიურამი , ნედვედი იდეალური სვლა იყო და იგივეს ველოდები ეხლაც. პოგბა უნდა გაიყიდოს ზედმეტია ეგ ფასი ამ ბიჭისთვის თუ პროდუქტიულობას გავითვალისწინებთ.
პოლი სულ იუვეჰი უნდა დარჩეს
გაყიდვით დაინტერესებულ აგენტს კი არა მაგარი ვირეშმაკაა ეს პოლი. არ ჩაიხვევდა ეს რაიოლა ამდენი უარის მერე, პოგბასთან რომ არ განიხილავდეს ამ ამბებს. ან ესაა და ან 16 წლის თიკუნაა: არ მაინტერესებს რას ლაპარაკობენ და ჩალიჩობენ ჩემზეო.
pogbas manuმ რო 20 მილიონი დაუნიშნოს არ ცავა