ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო მორატაზე, პოგბაზე და სხვა ფეხბურთელებზე საუბრობს..

ჯანლუკა დი მარციომ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ალვარო მორატას გარშემო არსებული სიტუაცია მიმოიხილა და შეაფასა : “სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება ყველაფერი მოხდეს, შესაბამისად, მორატას ტურინში დაბრუნებას ასი პროცენტით ვერ გამოვრიცხავთ.თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, სამეფო კლუბი ესპანელ ფორვარდს საზაფხულო შეკრებაზე იახლებს, მეგობრულ მატჩებში ათამაშებს და სწორედ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.მადრიდელები ალვაროს არსებულ სიტუაციას წარუდგენენ, ეტყვიან თუ რამდენი იქნება მისი სათამაშო დრო და თუ ფეხბურთელს ეს დააკმაყოფილებს, გუნდში დატოვებენ.შესაბამისად, საბოლოო დასკვნას მორატას თაობაზე მხოლოდ სატრანსფერო ბაზრის მიწურულს უნდა ველოდოთ.”

“პოგბა ? – მანჩესტერ იუნაიტედს მინო რაიოლასთან იდეალური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და ახლა სწორედ ამ გზით ცდილობენ პოლის ინგლისში დაბრუნებას.წითელი ეშმაკები სავარაუდოდ ჰენრიხ მხითარიანს გაიფორმებენ 38 მილიონ ევროდ, პირველ ივლისს კი მანჩესტერში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩავა და ოფიციალურად მოაწერს კონტრაქტს ხელს, ორივე მოთამაშე რაიოლას კლიენტია და შესაბამისად, ურთიერთობა მხარეებს შორის წარმატებულად მიმდინარეობს.რაც შეეხება პოგბას, ორშაბათს მნიშვნელოვანი შეხვედრა უნდა შედგეს, აგენტი ტურინელებს კონკრეტულ შემოთავაზებებს წარუდგენს და ვნახოთ, რა პასუხს მიიღებს მაროტასთან.ისე კი, ბებერ ქალბატონთან ფრანგი ნახევარმცველის თაობაზე მოლაპარაკებების გამართვა ურთულესი საქმეა, იტალიელები არანაირ ფასზე არ იყიდებიან და პირდაპირ აცხადებენ, რომ პოგბას არ დათმობენ.ფეხბურთელის სურვილი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა იყოს პოლი ტურინში ბედნიერი.”

“ლეალი ? – ფროზინონეში გატარებული სეზონის შემდეგ ნიკოლა ტურინში დაბრუნდება და იუვე მის თაობაზე მორიგ შემოთავაზებებს განიხილავს.ესპანეთიდან მისით დაინტერესებულნი არიან ლეგანესი და დეპორტივო, ინგლისიდან კი პრემიერშიპში გავარდნილი ასტონ ვილა.მაროტას ახალგაზრდა მეკარის გაშვება არენდის წესით სურს და სავარაუდოდ, რომელიმე ოფერს დათანხმდება კიდეც.”

“კალიარი კი სიმონე პადოინის შემდეგ კიდევ ერთი ტურინელი ნახევარმცველის ხელში ჩაგდებას შეეცდება, ამჯერად საუბარი მაქვს ლეონარდო სპინაცოლაზე.გასული სეზონი მან რეჯინაში გაატარა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, სარდინიელები ბარეკას გასხვისების შემდეგ ნახევარმცველის ძიებაში არიან და იტალიელი ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად მიაჩნიათ.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
თბდ
თბდ
8 years ago

ლეალს საერთოდ უნდა გაყიდონ ვერ გაამართლა მთელი იმედები ახლა ჯობია ბრინიოლზე დაამყარონ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

პოლი არსად წამოვა

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x