ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ლესტერს” ლემინას ყიდვა უნდა, “იუვენტუსი” მასკერანოს ვერ ივიწყებს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მირალემ პიანიჩისა და დანი ალვეშის ტრანსფერებზე შეჩერებას არ აპირებს.იტალიური პრესის ცნობით, ჯუზეპე მაროტას კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს მიზანში ამოღებული და მათგან ყველაზე საინტერესო კანდიდატურა ხავიერ მასკერანოა.არგენტინელ ნახევარმცველს ბარსელონას დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და თუ კატალონიელებთან საერთო ენას გამონახავს, ბიანკონერებს შეუერთდება.თუმცა მანამდე, გაყიდვებიც არ დაგვავიწყდეს.რობერტო პერეირას, ერნანეშისა და კვადვო ასამოას მსურველი ბაზარზე, ფაქტიურად არავინაა, აი მარიო ლემინათი კი თვით ინგლისის ჩემპიონი ლესტერი ინტერესდება.კლაუდიო რანიერის გუნდი სავარაუდოდ ამ ზაფხულს ნ’გოლო კანტეს გამოემშვიდობება და თუ ეს ტრანსფერი მართლაც განხორციელდა, მიღებულ ფინანსებს მელიები სწორედ გაბონელ შუახაზელში ჩადებენ.

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Simone Zaza
8 years ago

10 მილიონი დავუმატოთ და კანტე მოგვცენ:)

jjj jjj
8 years ago

მასკერანომ გუშინ ისეთი ფსიქოლოგიური დარტმა მიიღო რომ… ახლა უნდა იყოჩაღონ ჩვენებმა, საინტერესო და მიმზიდველი პროექტი შესთავაზონ (ნახევარდაცვაში) და არამგონია უარზე დადგეს, პირიქით, იქეთ მიაწვება ბარსას ხელმძღვანელობას გამიშვითო… რაც შეეხება ლემურას, არც მაგის და არც სტურაროს გაშვება არ მინდა!))) აი ერნანეშს, ასამოას და პერეირას თუ გამოვიყენებთ რამეში კაი იქნება :up:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x