ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri | ბუფონი:”ესპანეთი მხოლოდ მორატა არაა”

გთავაზობთ ჯანლუიჯის წინასამატჩო პრესსკონფერენციის როგორც ტექსტურ ასევე ვიდეო მიმოხილვას:

იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალისთვის ემზადება.სკუადრა აძურა ხვალ, პარიზში გასული ევროპირველობის გამარჯვებულს, ესპანეთის უძლიერეს გუნდს დაუპირისპირდება.ტრადიციულად, ანტონიო კონტე ჟურნალისტების წინაშე კაპიტანთან, ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად წარსდგა.გთავაზობთ, ლეგენდარული მეკარის საინტერესო ინტერვიუს : “ბოლო წლების განმავლობაში ესპანეთთან დიდი ანგარიშით მხოლოდ 2012 წელს წავაგეთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალში.ვფიქრობ, მას შემდეგ ჩვენმა გუნდმა საგრძნობლად მოუმატა, ახლა ფიზიკურად და ფსიქოლიგიურად მზად ვართ, ფურია როხას წინააღმდეგობა გავუწიოთ.მართალია, გასულ მატჩებში იყო ფრეები, დამატებითი დროებიც, მაგრამ ყველა შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლეთ და მეტოქეს არაერთი პრობლემა შევუქმენით.იყო დრო, როდესაც ესპანელები ყველა ტურნირს იგებდნენ, არა მგონია, ახლაც ასე იყოს, მათ დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ.”

“მორატა ? – ალვარო ჯერ ახალგაზრდაა, ის წესიერად ვერც ხვდება, თუ რა დონის ფეხბურთის თამაში შეუძლია.დაჯილდოვებულია ისეთი თვისებებით, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი მოთამაშე ისურვებს, ყოველთვის პროგრესს განიცდის და მნიშვნელოვანი გოლები გააქვს.თუმცა, ესპანეთი მხოლოდ მორატა არ არის, ფურია როხა ძალიან ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.იუვეს სეზონის სტარტი ? – კარგად მახსოვს, პრობლემები ჰქონდა თითოეულ ადამიანს, ვინც გუნდში ირიცხებოდა, მათ შორის მორატასაც.მასთან არაერთხელ მისაუბრია, ვეუბნებოდი, რომ პოზიტიური მომენტი დაეჭირა და საკუთარ თავში ძალა ეპოვნა, ჭკვიანი ბიჭია, მომისმინა და მიაღწია კიდეც შედეგს.ვფიქრობ, ესპანელს კარგი სეზონი ჰქონდა, ორი ტიტული მოიგო და დელ ბოსკეს ნდობა დაიმსახურა, ამ ეტაპზე საკმარისია.”

“ჩემი კარიერა ? – არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ.გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და მთავარია, როგორ თამაშს აჩვენებ მინდორზე.ჩემი მთავარი მიზანია კიდევ ორი წლის მანძილზე უმაღლეს დონეზე ვიასპარეზო.თუ ნდობას ნაკრების მომავალი მწვრთნელიც გამომიცხადებს, რატომაც არა, ყოველთვის მზად ვიქნები გუნდში გამოსაცხადებლად.ფეხბურთში გარანტირებული არავის არაფერი აქვს, დღეს პირველი ხარ, ხვალ შეიძლება არავის დასჭირდე.თითოეულ ვარჯიშზე ბოლომდე უნდა დაიხარჯო და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ მწვრთნელს მოეწონო.დიდი ხანია ვთამაშობ, მაგრამ გამოცდილებას ისევ ვაგროვებ, ყოველი მატჩის შემდეგ განსაკუთრებულ ემოციას ვგრძნობ.”

“ევრო 2016 – ის საუკეთესო მეკარეები  ? – მანუელ ნოიერი უმაღლეს დონეზე ასპარეზობს, გუშინ კი პოლონეთის ნაკრების თამაშს ვუყურე და ლუკაშ ფაბიანსკი ძალიან მომეწონა.მიუხედავად იმისა, რომ ტურნირს რამდენიმე გუნდი გამოეთიშა, მეკარეებმა ძალიან კარგი მატჩები ჩაატარეს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
abby_condilac
abby_condilac
8 years ago

ეგრეა, იბრაიმოვიჩმაც ჩვენთან ისწავლა თამაში და სხვაგან ათამაშდა.

პლატინო პოგბა დიბალა
პლატინო პოგბა დიბალა
8 years ago

არ ვარ დღეს შენკენ ჯიჯი ნუ არც ესპანეთისკენ ლამაზი ლაღი ფეხბურთი მინდა მარა ერტ რამეს გისურვებ იმედია ბევრ გოლს არ გაუშვებ მთლად სვარკა არ მინდა და თიტო თითო გაუშვით ეხა მეკარეებმა :chuvak: :chuvak: :lool:

გუგსიკა
გუგსიკა
8 years ago

შენ რო წახვალ ფეხბურთიდან შეიძლება ამ სპორტს აღარ ვუყურო ((((((((((

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x