მარკეტი:”ბარსას მესვეურები მასკერანოს ცუდად ექცევიან”
ტრადიციულად სქაი სპორტის წამყვანმა ლუკა მარკეტიმ ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.. ამჯერად იგი აქცენტს მასკერანოზე აკეთებს და ფრიად საგულისხმო ინფორმაციას ავრცელებს:”ის რასაც ბარსელონა აკეთებს ნამდვილად არ არის ლამაზი საქციელი. თავის მხრივ არგენტინელ ფეხბურთელს არ სურს კატალონიელებთან დაძაბული ურთიერთობის შექმნა მთელი რიგი მიზეზების გამო.. მან ბრაიდას კულტურულად მიმართა, რომ რამდენად შეიძლებოდა ჰქონოდა ტრანსფერის იმედი.. ბარსას მაღალ ჩინოსანმა კი კატეგორიული ტონით უარი განუცხადა.. ფაქტია, მასკერანოს ბარსას დატოვება აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ კლუბი ჯიუტად უარობს და არ სურს მოთამაშის სურვილის გათვალისწინება.. სხვათაშორის ალვეშმა პრესსკონფერენციაზეც განაცხადა, რომ ხავიერთან ერთად სურს იუვეში თამაში, მაგრამ.. იუვენტუსი არ ნებდება და ცდილობს კატალონიური მხარის დაყოლიებას, თუმცა..”