ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri | კონტე:”ხავიმ ჩვენი ნაკრები ყველაზე ზუსტად დაასახელა”

“ვიცოდი, რომ ბიჭებს შინაგანად ჰქონდათ ის რაღაც, რაც ესპანეთთან თავს აუცილებლად გამოიჩენდა.. და მათ ჩემთვის იმედები არ გაუცრუებიათ! აპლოდისმენტებს იმსახურებენ, მაგრამ უმჯობესია დავმშვიდეთ და მომდევნო შეხვედრისთვის მოვემზადოთ. წინ კიდევ ერთი ხისტი შეხვედრა გველის გერმანიის წინააღმდეგ… იტალიამ ყველას დაუმტკიცა, რომ კატენაჩოს არ თამაშობს.. მსურს ხავის მადლობა გადავუხადო, რადგან მან ჩვენი თამაში ბარსელონასა და ატლეტიკოს ნაზავს შეადარა და ვფიქრობ, იგი აბსოლიტურად მართალი იყო”.


გავლენიანი მილანური გამომცემლობა Gazzetta ემოციურად გამოხატავს იტალიელთა გამარჯვებას ესპანელებზე:“ეს გუნდი არის სარკე, რომელიც გვაჩვენებს ანტონიო კონტეს.. მწვრთნელს რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის და საკუთარი მენტალიტეტი ფეხბურთელებსაც შესძინა. ესპანეთი.. ევროპის მოქმედი ჩემპიონი შოკირებული აღმოჩნდა იტალიელთა გადაადგილებებით.. მათი ფიზიკური მომზადებით და მაღლა აწეული პრესინგით.. ფეხბურთელები თითოეულ მილიმეტრზე თავდაუზოგავად იბრძოდნენ და რაც მთავარია ბურთს ჭკვიანუად იყენებდნენ.. კონტემ საკუთარი სქემით მსოფლიოს საუკეთესო ტიკი-ტაკა უშანსოდ დაამარცხა.. იტალიელები ამაყად აგრძელებენ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას.. და როგორც ჯიაკერინიმ თქვა “ჩვენ გვაქვს გული, მიზანი და ოცნება.. ბრძოლა გრძელდება!””

8 thoughts on “#ForzaAzzurri | კონტე:”ხავიმ ჩვენი ნაკრები ყველაზე ზუსტად დაასახელა”

  1. ედერის თამაში შესანიშნავი რა იყო ვერ ვხვდები.. ტიპს 100%-ით უნდა გაეტანა ის ბურთი.. კიდევ კარგი ჯიჯი რომ გვყავს და სასწაული გააკეთა ბარძალის შეცდომის შემდეგ თორემ ედერს ერჩივნა იტალიაში არ დაბრუნებულიყო.

    ცალსახად შეცდომა იქნებოდა დე როსის მოედნიდან გაყვანა, რა მანძილზე და დატვირთვებზე ვლაპარაკობთ.. დე როსის თავისუფლად შეეძლო მაგ შეხვედრაში ბოლომდე თამაში.. მოტა არის ინვალიდი და მისი მოედანზე გამოჩენისთანავე ჩავარდა ის შუახაზი რაც ძალიან კარგად იდგა დე როსის გასვლამდე.. სამწუხაროა რომ ტრავმა მიიღო მეც ახლახანს წავიკითხე.. მცირე დაზიანება კი არის მაგრამ კითხვის ნიშანია ან იქნება გერმნიასთან ან არა..

    და ყველაზე მთავარი :) მოდი დავტკბეთ თამაშით.. ვინ ვის გააკრიტიკებს ეგ უკვე გულშემატკივრებს დაუტოვეთ.. ყველას აქვს უფლება ღიად გამოხატოს საკუთარი აზრი და პროფესორობა არ გვინდა :juvee:

  2. არადა დღეს თამაში რო შემოატრიალებინა ესპანეთს ყველაფერს კონტეს დააბრალებდა ბევრი :D როგორ შეცვალა დეროსი ) იმას ვერ ხედავთ რო დეროსი ვეღარ უძლებს უკვე დიდ დატვირთვებს ) პლიუს მცირე დაზიენება მიიღო როგორც ჟურნასიტებმა თქვეს ) ალბათ ყველამ კარგად ნახა ჯაკერინი რომლმაც რეკორდი დაამყარა ტიპმა 13 კილომეტრზე მეტი ირბინა აფსოლიტურად ყველა ზონაში თამაშობს და მაგარი შრომისმოყვარე მოთამაშეა ) ედერის ფანი არ ვარ არანაირად შეილება ითქვას პირქით მაგრამ ედერმა შესანიშნავი თამაში ითამაშა მართალია ვერ გაიტანა მაგრამ ძაან სწარაფად მოძრაობდა და არაერთხელ შექმნა სიმწვავე და ბევრჯერ ადვილად ჩაურბინა პიკე რამოსის დუეტს ) დეშელიო იყო მხეცი დღეს, პელემ ყველაფერი მოიგო ) ყველამ ძაან მაგარი თამაში ითამაშა ) ეს კონტეს დამსახურებაა უდაოდ ) აფსოლიტურად ყველას მოსწონს კონტეს იტალია და ყველა უცხოელი აქებს მწვრთვნელს რომელმაც ამ ფეხბურთელებით გუნდი შეკრა ) მხოლოდ აქ წაიკითხავ ჩმონტეს და აფსურდულ ბრალდებებს ეს რატო არ წაიყვანა ის რატო არ წაიყვანა ) ცუდია რო იუვეს გულშემატკივრები ესვრიან ტალახს კონტეს მაშინ როცა ნეიტრალური გულშემატკივრები სულ სხვანაირად ხედავენ, ცუდია და გასაკვირი ეს ის კაცია რომელმაც იუვე ფეხზე დააყენა ) სირცხვილია გაუთავებელი ლანძღვა ) მე არ ვარ კონტეს ფასი არანაირად უბრალოდ ვერ ვხვდები ტიპები ტალახს რატო ესვრიან კონტეს მითუმეტეს იუვეს გულშემატკივრები მაშინ როცა ყველა ერთხმად იმას აღიარებს რო იტალია რასაც აკეთებს კონტეს დამსახურებაა 100% ) ასეთი შემადგენლობა არ ყოლია იტალიას არასდროს პლიუს მარკიზა და ვერატი დაემტვრათ ეხლა კიდე კანდრევაც დაემატა რომელიც ვეღარ ითამაშებს ტურნირზე ) მიუხედავად ამისა გუნდი გულით და მაგარი მონდომებით თამაშობს გამოდიან და მაქსიმუმს დებენ მინდორზე ) კიდე რო ტალახის სროლას დაიწყებ და აფსირდული მიზეზების წერას ან ლაპარაკს ეგ უკვე მინიმუმ უხერხულია სხვა თუ არაფერი )
    FORZA ITALIA !!

    1. Getanxmebi azrze ar Arian da rato shecvala derosio egreve talaxi esroles. Derosim travma miigo da sheileba germaniastanac ar iyos. Sanam dawert raimes jer kargad gaiget rato shecvala,…konte nerazuria tu bianconero very gaigeb AQ use lanzgaven. Arada magari kacia. Ps iuves gulshematkivari ar var.magra mikvirs kontes ROM ver apasebt.mitumetes iuvestvis yvelaperi gaaketa rogorc mwvrtvnelma da rogorc motamashemac.

    2. 100% გეთანხმები. ვისაც რა უნდა ის თქვას კონტეზე დავიკიდებდი. უბრალოდ იუვეს გულშემატკივრისგან არაა მისაღები კონტეზე ჩასაფრება, თორე ჯანდაბას…
      გერმანიას თუ ვერ მოუგო ახლა წავა საუბრები რომ გერმანიას არასოდეს მოუგია იტალიისთვის და აინ კონტემ წააგებინა და ა.შ. იმას არავინ გაიხსენებს რომ 1/4 ფინალში ამ იტალიას არავინ რომ არ ელოდა და ამაყად რომ არის…
      ეს ვიდეო დამატებით ცხადყოფს რატომ იგებებს კონტეს გუნდი

      https://www.facebook.com/IiI.Juventus.4.Ever.IiI/videos/1037731622931229/

  3. უძლიერესი ხარ ანტონიო! თქვა რომ არ ვაპირებთ დღეს იტალიაში დაბრუნებასო და არ დაბრუნდა :italy:

  4. კონტემ ყველას გასცა პასუხი ვისაც მასში ეჭვი ეპარებოდა . მიეცით ამ კაცს მაღალი დონის შემსრულებლები და თუ არ მოიგებს არასოდეს წააგებს არასოდეს!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.