ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri | ჯიაკერინი:”ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ”

ემანუელე ჯაკერინიმ ისაუბრა ესპანეთთან მატჩისა და მისთვის მზადების თაობაზე:


“ჩვენ უწვრილმანეს დეტალებში ვემზადებოდით ამ მატჩისთვის და მწვრთნელმაც სწორი დარიგებები მოგვცა, რითაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი დავამარცხეთ.ბევრი საგოლე შანსი გავუშვით ხელიდან, მაგრამ მაინც მოვიგეთ და შეიძლებოდა 2:0-ზე მეტიც ყოფილიყო. დღეს მატჩის დაწყებამდე სიტყვით გამოვედი და თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ ჩვენ გული გვჭირდებოდა, რადგან მხოლოდ ტაქტიკა არ არის საკმარისი..და დღეს ჩვენ გვქონდა გული. მატჩების წინ სულ სხვადასხვა ფეხბურთელები გამოდიან სიტყვით, ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ. ესპანელების წინააღმდგ მატჩის ბოლოს გაგვიჭირდა,უკან ვიყავით დახეულები, მათ კი გამორჩეული მოთამაშეები ჰყავთ. თუმცა მანამდე გვქონდა გოლის გატანის არაერთი შანსი და შეგვეძლო უფრო ადრეც დაგვესრულებინა ყველაფერი.”

 

11 thoughts on “#ForzaAzzurri | ჯიაკერინი:”ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ”

  1. ჯაკერინი არის ის ფეხბურთელი რომელიც იტალიას ხშირად ჰყავდა ) ანუ ფეხბურთელი რომელიც ნაკრებში ძალიან კარგი და საჭირო კადრია ) ავიღოთ გროსო ) ნაკრებში და გუნდში სრულიად განსხვავებული ფიგურაა ) ასევეა ჯიაკერინიც )

  2. ისე თუ დააკვირდით დე შილიო რა ყოჩაღად იდგა გუშინ :D ჩაწოდებაც უსწავლია :DD

  3. შეფასებები
    ჯორჯო კიელინი იტა. 8,1
    ჯანლუიჯი ბუფონი იტა. 7,8
    გრაციანო პელე იტა. 7,7
    ლეონარდო ბონუჩი იტა. 7,4
    მატია დე შილიო იტა. 7,4 :forza:

  4. შეფასებები
    ჯორჯო კიელინი იტა. 8,1
    ჯანლუიჯი ბუფონი იტა. 7,8
    გრაციანო პელე იტა. 7,7
    ლეონარდო ბონუჩი იტა. 7,4
    მატია დე შილიო იტა. 7,4 :forza:

  5. ჯაკე სულ მევასებოდა მარა რა მაგარი ბიჭი ყოფილა ვერც წარმოვიდგენდი ასე მაგრად თუ ითამაშებდა. უბრალოდ იმის მეშინია რომ ამდენი სირბილის მერე არ გადაიღალოს გერმანიასთან

  6. ჯაკე კაია ნაკრებში იყიდოს ლაციომ ან ნაპოლიმ მერდებისთვის არ მემეტება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.