ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri | ინსინიე:”ჩვენი ძალა ორგანიზებულობაში არის”

“იტალიის ნაკრების მაისურისთვის მაქსიმუმს ვიღებთ.. ჩვენთან სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელი არავინ არის.. ყველანი ერთად ვართ.. ეს არის ერთიანი მექანიზმი, რომელსაც საუცხოო ორგანიზება გააჩნია კონტეს დამსახურებით. გოლები? როდესაც მოედანზე ვარ თანაგუნდელებისთვის ყველაფერს გავიღებ.. იქნება ეს გოლი, საგოლე გადაცემა თუ პრესინგი.. მთავარი გამარჯვებაა”

7 thoughts on “#ForzaAzzurri | ინსინიე:”ჩვენი ძალა ორგანიზებულობაში არის”

  1. აქ ბევრი კამათი ყოფილა)) კონტეს და ალეგრის შედარებაზე… საფეხბურთო სამყაროში ბევრი გენიალური მწვრთნელი ყოფილა,მაგრამ ერთმანეთს ვერავის ვერ შეადარებ,ყველას თავისი ფილოსოფია აქვს და თავის ფილოსოფიაში იყვნენ მაგრები.კონტე ჯერ კიდევ ახალია სამწვრთნელო თვალსაზრისით და ფაქტია,რომ იზრდება,მაგრამ გავიხსენოთ პირლოს სიტყვები როცა მან თქვა,რომ კონტეზე განსწავლული ტაქტიკოსი არ უნახავს და ყველა დეტალს ზედმიწევნით აანალიზებს.ბევრი აკრიტიკებს კონტეს მიდრეკილებას 3 მცველიან ტაქტიკის მიმართ,მაგრამ ეს მისი არჩევანი არ ყოფილა,ეს გენიალური ტრიოს დამსახურებაა და უკეთესი არჩევანი უბრალოდ არ ჰქონდა.აქვე ავღნიშნავ რომ ალეგრისაც ბევრი მოხვედრია იმისთვის,რომ კონტეს 3-5-2-ს ვერ გასცდა)) არადა ალეგრის რჩეული ტაქტიკა რო არ ყოფილა ეს,ყველამ ვიცით და გასული სეზონიც 4მცველიანი ტაქტიკით დაიწყო მაგრამ… მოდი გავიხსენოთ საიდან დაიწყო იუვეს დაბრუნება.ბევრი გასახდელში მომხდარს გაიხსენებს და სწორიცაა მარა იყო მთავარი მომენტიც- ბონუჩი გამოვიდა და თქვა რომ ბბს-ს ტრიო იმდენად არიან შეწყობილნი რომ ჯობდა ისევ იმ სქემაზე დაბრუნებულიყვნენ,რადგან ახალი სქემა ბევრ დროს და შესაბამისად ბევრ შეცდომებსაც გამოიწვევდა.. და ამას ფაქტიურად ულტიმატუმის ფორმა ჰქონდა,ასე რომ ალეგრისაც სხვა არჩევანი არც ჰქონდა და სანამ ეს ტრიო მუშაობს არც ღირს მისი შეცვლა… ცალსახად შეიძლება ითქვას,რომ კოტეს დამსახურება იუვეს დაბრუნებაში უდიდესია,მაგრამ კონტე იყო იუვეს პროექტის ნაწილი და არა პირიქით.კონტემ თავისი მისია ბრწყინვალედ შეასრულა და არასწორად მიმაჩნია ლიგის წარუმატებლობაზე საუბარი,რადგან მაშინ გამოცდილების მიღების დრო ედგა იუვეს და ამის მიღება კონტეს მოუწია.ალეგრის მოსვლაც პროექტის ნაწილია და მოვა დრო როცა ალეგრიც ამოწურავს იუვეში თავის თავს.მთავარია რომ იუვე წინ მიიწევს და ეს უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობის სწორი გათვლის დამსახურებაა.კონტეს კი დიდი სიამოვნებით ვიხილავდი იუვეში გარკვეული დროის შემდეგ,ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით… :forza:

    1. ლიგაზე რომ არ შევერცხვინეთ,არასდროს არ ვიტყოდი რომ ალეგრი ჯობია თქო. შერცხვენაში გალათასარაის ვგულისხმობ თორე ბაიერნი დაუმარცხებელი იყო მაშინ :chuvak: ნაკრებში ვან გაალიც ძაან მაგარი იყო მივიდა მანჩესტერში და ჩაფლავდა. ვნახოთ კონტე რას იზამს. გუნდის აწყობა მაგაზე კარგად არავის ეხერხება და წესით ჩელსიშიც უნდა გამოუვიდეს ყველაფერი

  2. კი მართალია ) აბსოლიტურად ) ის რაც ესპანეთთან ითამაშა არ უთამაშია იუვეში ბაიერნის წინააღმდეგ ) ჯგუფში ვფიქრობდი, რომ ვერ დაიხვეწა, მაგრამ აშკარად გააუმჯობესა საქმე )

    გერმანიასთან გაცილებით მოტივირებულ იტალიას ველი მიუხედავად იმისა რომ გერმანელებს არსებობის მანძილზე იტალია არ ჰყავთ ტურნირზე დამარცხებული :lool: ტრაპატონი ინ ექშენ :lool: :lool:

  3. კონტეს ესეთი გაბედული გახსნილი თამაში ძლიერ გუნდებთან არ უთამაშია არასდროს, იუვეში ყოფნისას ვგულისხმობ :) ეხლა კი იტალიის ნაკრებში მკვეთრად გამოჩნდა რო იხვეწება მაგრად თან! ბელგიასთან უფრო უკანდახეულები ვიყავით აი ესპანეთან კი პირველივე წამებიდან ვაჯახეთ :) შეტევას შეტევაზე ვპასუხობდით.

  4. კონტემ დიდი გაკვეთილი ჩაუტარა საფეხბურთო სამყაროს,ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან რა ფეხბურთი ეთამაშა ესპანეთს და ბელგიას,რომლებიც საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებდნენ)) გერმანია შეიძლება ფავორიტად ჩაითვალოს,რადგან ისედაც მწირი რესურსი კიდევ უფრო დასუსტდა კანდრევას და ახლა უკვე დე როსის არყოფნის გამო.. მაგრამ კონტე ხომ სახელს და გვარებს არ სცნობს)) მის შემადგენლობაში ყოველთვის მოიძებნება ახალი მეომარი. და ვერავინ ვერ იტყვის,რომ ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს,უფრო მაღალი კლასის თავდასხმა რო მისცეს,გამანადგურებელი ანგარიში დაფიქსირდებოდა 1/8 ფინალში… რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს 1/4 ფინალში,დარწმუნებული ვარ გერმანელებს არაფერს დაუთმობენ! FORZA ITALIA :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.