დე როსის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ?
დანიელე დე როსის სამედიცინო შემოწმების შედეგები დღეს გამოქვეყნდება და გავიგებთ, შეძლებს თუ არა ის მონაწილეობის მიღებას გერმანიის წინაღმდეგ მატჩში.
მოგეხსენებათ, დე როსიმ ესპანეთის წინააღმდეგ გამართულ თამაშში მარჯვენა მუხლის არეში ტრავმა მიიღო. ფეხბურთელს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, რომლის საბოლოო შედეგები დღეს გახდება ცნობილი. პასუხს დიდი შიშით ელის მთელი იტალია, რადგან მისი ტაქტიკური ალტერნატივა ტიაგო მოტა ისედაც ტოვებს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშს დისკვალიფიკაციის (ორი ყვითელი ბარათი) გამო. არ იქნება საჭირო იმის მტკიცება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დე როსის ყოფნა გერმნანიის წინააღმდეგ. თუ დანიელე მეტ-ნაკლებად მზად იქნება სათამაშოდ, თუნდაც ეს 100%-იანი მზაობა არ იყოს, კონტე უეჭველად დააყენებს ძირითად შემადგენლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კონტეს მოუწევს სტურაროს ატიპიურ როლში ტამაში ან 3-4-3 სქემის გამოყენება.
წყარო: Football Italia
კანდრევა იქნება თუ იცით ?????? აუ დეროსი როგორ გამოგვადგებოდა გერმანიასთან:( ეხლა სტურაროს იმედად იყავი :(
Ai ver gaixara italiam ra.sul vigac aklia am sust shemadgelobashic.
სასწაულია რა მარტო იტალიელებისთვისაა ეს ტრამვები თუ რა ხდება ამის დ… ეგღა გვაკლდა.
ძალიან ცუდია, ძალიან
