პირლო გერმანიის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებს იხსენებს
ახლოვდება გერმანელებთან 1/4 ფინალური დაპირისპირება და ბუნებრივია მედიის წარმომადგენლები მას განსაკუთრებულად უდგებიან. ამჯერად კომენტარი დიადმა მაესტრომ გააკეთა, რომელსაც ბუნებრივია 2006 წლის გახსენებაც თხოვეს:”გერმანიაში მოპოვებული გამარჯვება არასოდეს დამავიწყდება, თუმცა ფინალთან ერთად საოცარი ემოცია ახლავს ნახევარფინალის გახსენებასაც.. ეს იყო ორი ყველაზე გამორჩეული ევროპული გუნდის დაპირისპირება.. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ყოფნისას ერთმანეთს შევხედეთ და მივხვდით, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო.. საბედნიეროდ ყველაფერი საუკეთესო კუთხით განვითარდა.. 2012?
არავინ ელოდა ჩვენგან წარმატებას.. გერმანიას როგორც ყოველთვის საოცარი გუნდი ჰყავდა, ხოლო ჩვენ ტრადიციულად პრობლემებით ვხვდებოდით ტურნირს.. არასოდეს დამავიწყდება მათი სახეები, როდესაც ბალოტელიმ გოლი გაიტანა.. სწორედ მაშინ მივხვდით რომ ლიოვის გუნდს ისევ მარცხი ელოდა..
მსურს თუ არა ისევ მოედანზე გასვლა და მათ წინააღმდეგ თამაში? პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ღირსებას დაცვა და შემდგომ ასპარეზობა ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ.. კონტემ დიდი სამუშაო გასწია და მან ნაკრებს საოცარი სული შემატა. ისინი ერთმანეთისთვის იბრძვიან, ეს ჩვენი პერიოდის იუვენტუსს მახსენებს. დარწმუნებული ვარ აძური ჩემს გარეშეც მიაღწევს სასურველ შედეგს, რადგან მათ სათავეში ჭკვიანი სპეციალისტი უდგათ, რომელიც დღეს და ღამეს იმაზე ფიქრში ასწორებს თუ როგორ დაამარცხოს მრისხანე მეტოქე”.
https://www.youtube.com/watch?v=x8AyIPw929w
ჰმ ) კარგი იდეა მომივიდა და დავიწყებ გაკეთებას
)))) საინტერესოა ამათ სულ ვუსმენ ) კარგ ანალიზს აკეთებენ ) შენი იდეა თარგმანი ხო არაა ) :D
ვისკი რა კლასნია იმენა.
ვისკი კი არა ვიალი
ისე მამენტ პირლო ისე პროსწა მაინც წაეყვანა 6 ფორვარდის მაგივრად 1 თით მეტი ნახევარმცველი მაინც ეყოლებოდა
კაი იქნებოდა ზოგადად გუნდისთვის ფსიქოლოგიურად როგორც შვაინშტაიგერი ყავს გერმანიას.თან რავიცი არ მგონია ისე დაეკარგა ფორმა რო ბოლო 10-15 წუთი ვერ ეთამაშა და ვერ დაეჭირა ბურთი
ზოგადად წონადი ფიგურაა და ფსიქოლოგიური მოტივაცია გამოცდილება ეგ თუ არა მამენთ ამ 6 ფორვარდის მაგივრად 5 როწაეყვანა და 1 ნახევარმცველი კანფეტი იქნებოდა მარა რაც არი არი მთავარია შედეგი დადო იტალიისგან ამასაც არავინ ელოდა