ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჰამშიკი : “თუ ახალ კონტრაქტს გამიფორმებენ, დავრჩები..”

მარეკ ჰამშიკის მომავალი “ნაპოლიში” ბურუსითაა მოცული.სლოვაკი ნახევარმცველი გაუმჯობესებულ კონტრაქტს ითხოვს, თუმცა დე ლაურენტისს ამაზე რეაქცია არ აქვს და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს.სლოვაკურმა პრესამ ნეაპოლელთა ლიდერს საკმაოდ სიანტერესო ინტერვიუ ჩამოართვა : “სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, უახლოეს დღეებში ბევრი რამ გადაწყდება.ამჟამად შვებულებაში ვარ და მინდა დავისვენო, რთული სეზონი გამოვიდა, ბევრი მატჩი ჩავატარე და ძალების აღდგენა მჭირდება.ბაიერნი ? – პრესა წერდა, თითქოს მათ შემოთავაზებაზე უარი განვაცხადე, ტყუილია, მსგავსი არაფერი მსმენია.ნაპოლიში თავს მშვენივრად ვგრძნობ და კარიერას აქ სიამოვნებით დავამთავრდებდი, მაგრამ ამისთვის კლუბმა უნდა იმოქმედოს.სეზონის დასრულებამდე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გვქონდა, მე ჩემი პირობები წარვუდგინე ხელმძღვანელობას, თუ დამთანხმდებიან, დავრჩები.თუ კლუბი კონტრაქტს არ გამიხანგრძლივებს, ნებისმიერ წინადადებას მოვისმენ, მაგრამ ჯერ საუბარი ადრეა, ოჯახთან ერთად ვისვენებ.”

წყარო : Football Italia

14 thoughts on “ჰამშიკი : “თუ ახალ კონტრაქტს გამიფორმებენ, დავრჩები..”

  1. ეს რომ მოიყვანონ ფანტასტიური ნახევარდაცვა გვეყოლება + სუპერ დაცვა და ჯიჯი. . . წინ თუ გინდა ძაძა დააყენე მარტო)))

  2. პიანიჩი — ხედირა — პოგბა

    —- ჰამშიკი

    ( ეს მანამ სანამ მარკიზიო ტრავმირებული იქნება ).. შემდგომ შევხედავთ )

  3. დავით ჰამშიკის მოსვლით ცენტრის განლაგება როგორ წარმოგიდგენია??შენი აზრი მაინტერესებს…….

  4. ერთადერთი და ნამდვილი მტაცებელია :love: ტყე, ჯუნგლები და არნოლდას იარაღია )))

    რეჯისტაზეც და ტრეკუარტისტადაც.. ვაფშე ყველგან შეუძლია )

  5. ეს უშუალოდ ტრეკუარტისტაა ხო? რეჯისტაზეც შეუძლია თამაში და ცენტრშიც მგონი))) ხიშნიკა, ჭკვიანიჩი, პოგბუმი, მარკიზა და ცხენდირა))) დაჯე მასკერანოს ადგილსაც ვეღარ ვხედავ, მაგრამ იყოს მაინც მოვიყვანოთ ეგ ბებერი ლომი :mrgreen:

  6. ჰაი კლასის ფეხბურთელი ნუ როგორ შეიძლება ეროვნებაზე ცუდი თქვა მარა არ გაუმართლა რო სლოვაკია ეს რო ბრაზილიელი ან არგენტინელი ან თუნდაც იტალიელი იყვეს წარმოდგენაც არ მინდა რა პრესა ექნებოდა ))) და დაფასებაც მეტი

  7. ხიშნიკ ინ ექშენ )) წარმოგიდგენიათ მარეკა იუვეში რა ბომბა იქნება? )) სუპერ ბომბა გუნდი ვიქნებით :love:

  8. ბუფონი
    ლიხტა-ბონუჩი-კიელინი-სანდრო
    პიანიჩი
    მარკიზიო პოგბა
    ჰამშიკი
    სანჩესი დიბალა

    სასიამოვნო იქნებოდა ამ ფეხბურთელების თამაშის ყურება იუვე არენაზე :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.