ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პედულა:”ჰამშიკის და იუვენტუსის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო”

პოპულარული იტალიელი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს მარეკ ჰამშიკის თაობაზე:

“სლოვაკის და იუვენტუსის ისტორია საკმაოდ სევდიანია.. მათი კავშირი ჯერ კიდევ მაშინ შეიძლებოდა შემდგარიყო, როდესაც ნახევარმცველი ბრეშას ღირსებას იცავდა.. მაგრამ მაშინ მოლაპარაკებები არ შედგა.. იუვეს საკუთარი პრობლემები ეყოფოდა და უბრალოდ არ ეცალა.. გადის ხანი და ნედვედის რჩევით სეკო იწყებს მოლაპარაკებებს.. მაგრამ აქციონერთა საბჭომ უპირატესობა დიეგო-მელოს დუეტს მიანიჭა.. არადა მარეკი მზად იყო იუვეში ნედვედის შემცვლელად მოსულიყო..

შარშან 29 აგვისტოს მაროტა პრაქტიკულად იფორმებდა მას და სლოვაკიც თანახმა იყო აესრულებინა დიდი ხნის სურვილი.. დიახ, სურვილი რადგან მის გარემოცვას არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ მარეკს იუვენტუსში გადასვლა წლების წინ სურდა. რატომ ჩაიშალა მოლაპარაკებები? მარეკს პირადად დე ლაურენტისმა დაურეკა, რომელიც ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას დაპირდა.. როგორც ჩანს სიტუაცია ისევ ტრიალდება და ამჯერად მას ვერავინ შეაჩერებს.. თუ ნაპოლის პრეზიდენტი ფეხბურთელს რეალურ ქმედებას არ დაანახებს და კვლავ სიტყვებით დაყოლიებას შეეცდება, მაშინ ჰამშიკი აგენტს მაროტასთან მოლაპარაკებების დაწყებას უბრძანებს”.

8 thoughts on “პედულა:”ჰამშიკის და იუვენტუსის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო”

  1. ბუფონი ალვეში ბონუჩი კიელინ სანდრო ხედირა პოგბა პიანიჩი კანტე სანჩესი დიბალა

  2. ორიევე კონკურენტის საგრძნობლად შესუსტდება ესეც თუ გადმოვიდა და იუვეს უფრო შეიძულებენ იტალიაში.. კარგია ჰამშიკი მაგრამ სხვა ჩემპიონატიდან მოიყვანონ ვინმე მირჩევნია რომ სერიას ცოტა აზრი რომ მიეცეს…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.