#ForzaAzzurri | ინფორმაცია აძურის ლაზარეთიდან..
ინფორმაცია აძურის ლაზარეთიდან:
სამწუხაროდ დე როსიმ ვერც დღევანდელ ვარჯიშზე მიიღო მონაწილეობა.. სამწვრთნელო სესია, რომელიც დილით იყო დანიშნული რომას ნახევარმცველის გარეშე ჩაიარა. იგი მორიგ სამედიცინო შემოწმებას გადიოდა და სამწუხაროდ ექიმებმა ისევ არ მისცეს დატვირთვის უფლება.
კონტე არ კარგავს იმედს, მაგრამ დღევანდელმა სიახლემ მისი ასპარეზობა პრაქტიკულად გამორიცხა. ნომერ პირველ ალტერნატივად სტურარო რჩება, ხოლო დაცვის წინ პაროლოს უნდა ველოდოთ.
პ.ს. ბოლო ინფორმაციით დღის მეორე სამწვრთნელო სესიაში რომას შუახაზელმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა მას მძიმე დატვირთვებით არ უვარჯიშია. შედეგად ნეგატიური პროგნოზი რომელიც არსებობს მასთან დაკავშირებით სამწუხაროდ შეცვლილი არ არის.
კანდრევას მდგომარეობა ისევ არ შეცვლილა.. უკეთეს შემთხვევაში იგი გუნდს ფინალში დაეხმარება..
დღეს აცვენეს რაიო უნოზე იტალისს ვარჯიში და დეროსი ფიზ მომზადების მწვრთვნელთან ერთად ვარჯიშობდა ლაითად ) მაგრამ სავარაუდოთ გერმანიასთან არ იქნება განმეოერებითი ტესტების შემდეგ ექიმებმა არ მისცეს ნებართვა თამაშის ) თავად დეროსი კიდე ამბობს რო მზად არისს გავიდეს მოედანზე მოკლედ კონტე გადაწყვიტავს ყველაფერს )
კანდრევა რუსულ არხებზე თქვეს ტურნირი დაასრულაო, სამწუხაროა. ამ გუნდში ერთერთი ლიდერი იყო.
მაინც მოიგებენ
რუბინიოს შემცვლელის მოყვანა არაა საჭირო. აუდერო დააწინაურონ…
ტიაგო მოტა დააყენოს საყრდენად გამოცდილია და ძლიერია ფიზიკურად
მოტას დისკვალიფიკაცია აქვს…