ტურინელები კანტესთვის სარფიან წინადადებას ამზადებენ
ბიანკონერი ნგოლო კანტეს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს:
ინგლისური და იტალიური მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე. არავისთვისაა ახალი რომ რანიერი მარიო ლემინას შეძენითაა დაინტერესებული, ხოლო კანტე პრემიერ ლიგაში მოპოვებული წარმატების შემდეგ მზადაა ნისლიანი ალბიონი დატოვოს.. რეალის ვარიანტი მას ნაკლებად ხიბლავს, რადგან კონკურენცია შუახაზში საკმაოდ დიდია..
საფრანგეთის ნაკრების შუახაზელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონს შეადგენს და ბიანკონერი დამატებით, გარიგებაში მარიო ლემინას გამოყენებას შეეცდება. მაროტა მზადაა ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო უფლება, სრულად გადასცეს რანიერის რამდენიმე მილიონთან ერთად.
ხედირა უნდა ამოაგდოს ვითომ?
ლემინას დაკარგვის ფასად არამგონია ღირდეს ამის მოყვანა, იმჰო
რეალი გააფUჭებს ამას სულ.. ლესტერს ლემინა უნდა და გაგვიცვალოს ფულსაც დაუმატებენ და ეგაა, იუვეს მაგრად მოერგება, თანამემამულე პოგბასთან ერთად მყარად იდგომება ნახევარდაცვაში და საიმედოდ
Kანტე თუ მოვა მარკიზიო სკამზე გადავა მარკიზას ხედირა ჯიბით ატარებს პიანიჩი ფაქტია სკამისთვის არ უყიდიათ კანტეც სკამისთვის არმოვა იუვეს სკამს რეალის სკამი ჯობია იქ წავა მაშინ ლიგას მაინც მოიგებს
თუ კანტე მოიყვანეს ჩემის აზრით ალეგრი 4-3-1-2 სქემაზე გადააწყოს გუნდი,4 მცველი,4 ნახევარმცველი პოგბა მარცხნიც,შუაში კანტე,მარჯვნივ ხედირია(მარკიზას გამოსვლამდე,მერე ვნახოთ რა იქნება)პიანიჩი გამთამაშებლად,ალეგრის არაერთხელ უთქვამს რომ თუ გამთამაშებელი მეყოლა შეიძლება 3-5-2 დან გადავიდეთ 4-3-1-2 ზეო ვნახოთ რა იქნება
მარტივია რა. ლემინას უნდა 5 წელი რომ კანტეს დონემდე მივიდეს თუნდაც. ვერ მოვიცდით 5 წელი. გუნდი მოწყურებულია ლიგას და მიზანია ევროპაში დომინირება. მეორე მომენტია 11 ლიმონად ვიყიდეთ მგონი და 20 ად რომ მივასუხაროთ პა ბიზნესუც სწორი გათვლაა. ლემინა და 5-8 მილიონი ლესტერს და გავცვალოთ.
რეალზე ბევრად დიდი კონკურენცია შუა ხაზში იუვენტუსშია, პიანიჩი, პოგბა, ხედირა, მარკიზიო პლიუს კანტე ერთმანეთზე უკეთესები როცა 3 ნახევარმცველით თამაშობს იუვენტუსი ნუ შეიძლება პოგბას გადაწევა და 4-4-2 მაშინ, რეალი უბრალოდ დაასამარებს ამის კარიერას 2 წელში მოისვრიან ეგაა თორე იქ მოდრიჩი კროსი კასემირო იქ უფროა შანსი ნახევარში თამაშის, თუმცა აქ კანტე, პიანიჩი ხედირა პოგბა ერთად რაღაც არნახული იქნება
კარგი იქნება
პერეირა + 10-15 ლიმონი და კანტე ამოუშვან.
ეე კანტე ძაან მინდა მაგრამ ლემინა არ მემეტებაა, რაღაც დიდი პოტენციალი ეტყობა მაგ ბიჭს და არ მინდა კომანივით და მორატასავით დავკარგოთ