ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი და მისი ბიჭები მზად არიან

ევროპის ჩემპიონატი აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და ჩვენი ყურადღება გარკვეულწილად მასსზეა ფოკუსირებული, თუმცა:

ტურინელებმა ახალი სეზონის სტარტი დაგეგმეს და გუნდი ვინოვოზე უკვე 5 ივლისიდან შეიკრიბება. მოსალოდნელია, რომ ალეგრის განკარგულებაში იქნებიან დიბალა, ალექს სანდრო, პიანიჩი და სხვა მოთამაშეები რომლებიც არ იღებდნენ მონაწილეობას სანაკრებო ბატალიებში..

ვინოვოზე ასევე უნდა ველოდოთ არაერთ ახალგაზრდა ფიგურას და მათ შორის როლანდო მანდრაგორას. იგი იუვემ ჯერ კიდევ იანვარში შეიძინა და არენდით პესკარას რიგებში დატოვა. ჯერჯერობით უცნობია დაიტოვებს თუ არა მას ალეგრი მომავლისთვის, მაგრამ ის ფაქტი რომ უნიჭიერესი ცენტრალური ნახევარმცველი მოსამზადებელ ეტაპს მოქმედ ჩემპიონებთან ერთად გაივლის, სწორედ შეშლილი მაქსის სურვილია.

3 thoughts on “შეშლილი მაქსი და მისი ბიჭები მზად არიან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.