ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძოფი: “იმედია ჯიჯი გაიმეორებს ჩემს მიღწევას”

ლეგენდარული დინო ძოფი იმედს გამოთქვამს, რომ ჯიჯი ბუფონი შეძლებს მისი მიღწევის განმეორებას და მსოფლიო თასთან ერთად მის აქტივში მოგებული ევროპის ჩემპიონატიც ჩაიწერება.


“ჯიჯიმ კარგად გადალახა ის ფიზიკური პრობლემები, რომელიც 2010 წელს ჰქონდა. იმედი მაქვს, ის გაიმეორებს ჩემს მიღწევას და ევროპის ჩემპიონატსაც მოიგებს. ჯერჯერობით ერთადერთი იტალიელი ვარ, რომელსაც ორივე – მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი მაქვს მოგებული. ბუფონი თუ ნოიერი, თუ პენალტებამდე მივიდა საქმე? არამგონია პენალტებამდე მივიდეს; ვფიქრობ ყველაფერი მანამდე გადაწყდება. ისე კი არ მიყვარს შედარებები; ორივე მათგანს თავისი სტილი აქვს და ორივე დიდებული ჩემპიონია.

1982 წლის მსოფლიო თასი? ეს ძირითადად ერთი კაცის დამსახურება იყო და ეს იყო ბეარზოტი. ის ჩვენთვის სამაგალითო იყო, როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში. ჰგავს თუ არა კონტე ბეარზოტის? ჩემთვის მეორე ბეარზოტი არ არსებობს, ის განუმეორებელია. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე კონტეს სათანადოდ არ ვაფასებ. ის ჩემი ფეხბურთელი იყო ევრო 2000-ზე, რომლის ფინალიც ძალზედ დასანანად წავაგეთ. მე ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს ანტონიოსთან.

იტალიისგან მე მოველოდი მათ კარგ თამაშს, რადგან კარგად ვაკვირდებოდი კონტეს საქმიანობას ჯერ კიდევ “იუვენტუსში”, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია. გერმანიას რაც შეეხება, მათ ძალიან მაღალი თვითდაჯერება აქვს, ეს კი შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდეს. ახლა არ ვსაუბრობ წარსულ პრეცედენტებზე. თუ გამარჯვება გინდა, ადრე თუ გვიან მოგიწევს გერმანელებთან დაპირისპირება.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი იტალიური სკოლა საკმაოდ კონკურენტუნარიანია, ეს არის კრეატიულობის და ორგანიზებულობის ნაზავი, ბალანსი სხვადასხვა პოზიციებს შორის. გადახედეთ ევროს სტატისტიკას: გოლები ყველაზე ხშირად გადის სტანდარტული სიტუაციებიდან ან კონტრშეტევებიდან. ამიტომ, როდესაც ბურთს ვიღებთ, ვაკონტროლებთ, რომ სივრცეები ღია არ დაგვრჩეს და ველოდებით მეტოქის დაცვის პოზიციის ცვლილებას. თუ უნდათ, რომ ამას კატენაჩო დაარქვან, დაარქვან, მაგრამ ეს არ არის კატენაჩო. მაგალითად, 1982 წლის ფინალში, როსიმ რომ პირველი გოლი გაიტანა, ეს ჯენტილეს გრძელი გადაცემის შემდეგ მოხდა. ტარდელის გოლშიც ბერგომი და შირეა მონაწილეობდნენ. ესაა დაცვითი ფეხბურთი? რაც მთავარია, როდესაც ერთად ვდგავართ, ჩვენ ნაკრებს შესწევს ძალა საოცარ შედეგს მიაღწიოს.”

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იმედია გაჯობებს აბა რა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x