ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky:”მაროტა ბენატიას შეძენასთან ახლოს არის”

პიანიჩის და ალვეშის შემდეგ ბიანკონერი მორიგი ტრანსფერის დახურვას უახლოვდება:

“ბაიერნთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. ყველაფერს ის ფაქტი აიოლებს, რომ მაროკოელს იტალიაში დაბრუნება გულით სურს.. მან ვერაფრით გაიარა ადაპტაცია გერმანულ ატმოსფეროსთან და მზადაა ეს თავგადასავალი დაასრულოს.

იუვენტუსი უკანა ხაზის გაძლიერებით არის დაკავებული, რომელიც ძლიერ სათადარიგოთა სკამს გულისხმობს.. ალეგრის თითოეულ პოზიციაზე ორი მაღალი დონის ფეხბურთელის ხილვა სურს. ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია, ისევე როგორც ბაიერნთან კონტრაქტის დეტალები და მხოლოდ ერთ პუნქტზეა პრობლემა..

გერმანელები თანახმანი არიან მისი არენდით გაშვებაზე, ოღონდ იმ პირობით რომ იუვენტუსი გარკვეული რაოდენობის მატჩების შემდეგ რასაც მაროკოელი შავ-თეთრთა რიგებში ჩაატარებს, მაროტა მას სეზონის ბოლოს აუცილებლად გამოისყიდის.. ეს კი იტალიელებს არ სურთ.. იუვეს ნებაყოფლობითი პირობის მიღება სურს.. თუ მხარეები ამ საკითხზე შეთანხმდებიან, მაშინ მაროტა თავს ახალი შენაძენით მოიწონებს”.

3 thoughts on “Sky:”მაროტა ბენატიას შეძენასთან ახლოს არის”

  1. იმედია ძვირი არ დაუჯდებათ ამის ერთი სეზონით შენახვა ცუდი არ არის სათადარიგოზე მაგრამ მე პირადად უფრო პერსპექტიულზე გავაკეთებდი არჩევანს
    იმედია დე შილიოც მოვა და კიდევ 2-3 მაღალი კლასის მოთამაშეს ველოდები ნახევარ დაცვაში და თავდასხმაში მაგალიტად მასკერანო, ვიტსელი ან ჰამშიკი და სანჩესი, კავანი, მორატა ამათგან ერთერთი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.