დელ პიერო:”გერმანელები ფავორიტები არიან, როგორც ეს წლების წინ იყო”
პინტურიჩიო გუშინ ერთ-ერთი პოპულარული იტალიელი მხატვარის გამოფენას მასპინძლობდა.. ჟურნალისტებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და ალექს ისევ თხოვეს კომენტარის გაკეთება გერმანელებთან მატჩზე:
“მათი ინტერვიუები წავიკითხე და სიმართლე გითხრათ გულიანადაც ვიცინე.. არ მეგონა გერმანელებს თუ ასეთი კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდათ.. მინდორზე ისინი ყოველთვის კონცენტრირებული და სერიოზულები არიან.. მაგრამ გასულმა დღეებმა მათზე წარმოდგენა შემიცვალა.. მადლობას ვუხდი გამხიარულებისთვის.
რაც შეეხება შეხვედრას ისინი ფავორიტები არიან უკვე მერამდენე ათწლეულია, ხოლო ჩვენ მერამდენედ ვართ აუტსაიდერები.. ამიტომ ფურცელზე ყველაფერი ნათელია აი მოედანზე კი ყველაფერს დრო გვიჩვენებს. კონტე შესანიშნავი სპეციალისტია, რომელმაც ზუსტად იცის რა არის საჭირო გამარჯვების მოსაპოვებად”.
ეს და ნედვედი მაგრად მევასებოდნენ ნედვედი ცოტა მეტატ
როგორ მენატრები ალე რო იცოდე.
არცერთი გუნდის არ მეშინოდა როცა ეს კაცი მოედანზე იყო.
რაღარცნაირი იმედიანი თვალები აქვს და როცა მოედანზეა ბოლო წამამდე გწამს რომ რაღაც ისეთს გააკეთებს რაც მაგრად გაგახარებს.
იუვეს ლეგენდა და რაც ყველაზე მთავარია იმაზე 3ჯერ დიდი ადამიანი რაც ფეხბურთელი იყო.
იუვეს გული და სული.
<3
ედერის
23 სამი წლის ალექსა მოგვცა ეფერის მაგივრად
ალე შენ ყველაზე მაგარო