აგენტი : “ბარძალი კარიერას იუვეში დაასრულებს”

ანდრეა ბარძალის პირადმა აგენტმა, კლაუდიო ორლანდინიმ ტუტოიუვესთან ინტერვიუში ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა და თქვა ისიც, რომ ვეტერანი მცველი კარიერის ტურინში დასრულებას აპირებს : “ანდრეა სულსა და გულს დებს მინდორზე, მისი ცრემლები წაგებული პენალტების შემდეგ ბუნებრივი იყო.როცა ისეთი ტიტანები ტირიან, როგორებიც ჯიჯი ბუფონი და ანდრეა ბარძალი არიან, ხვდები, რომ ამის მიზეზი ნამდვილად არსებობს.ყველას ეგონა, რომ ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შერცხვებოდა, მაგრამ პირიქით, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და ახლა იტალია ამაყობს სკუადრა აძურათი.გერმანიასთან და ესპანეთთან მატჩებში კარგად გამოჩნდა, რომ შეკრული გუნდი გვყავს, ფეხბურთელები ერთმანეთს მაქსიმალურად ეხმარებოდნენ, გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი შემადგენლობაში ირიცხებოდნენ მოთამაშეები, რომლებიც მხოლოდ პირად წარმატებაზე ფიქრობდნენ.კონტემ ნაკრებს თავდაჯერებულობა შემატა, გუნდის მთავარი კოზირი კი საუკეთესო ოთხეული იყო, მეკარესა და დაცვის ხაზს ვგულისხმობ.კარიერა ? – ბარძალიმ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა ხალხი მის დაბრუნებას ითხოვს.ვნახოთ, რა მოხდება.იუვე ? – ანდრეა კარიერას ტურინში დაამთავრებს.”
ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მცველია. მაგრამ იუვენტინოები მიჩვეულები არიან ამას. მთავარია, ჩვენ ვიცით ამ კაცის ფასი
