“იუვენტუსი” ვინოვოს ბაზაზე ოთხშაბათს შეიკრიბება

ტურინის “იუვენტუსი” მომავალი სეზონისთვის მზადებას იწყებს.ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ბიანკონერები ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ოთხშაბათს, 6 ივლისს შეიკრიბებიან და სამწვრთნელო სესიებს დაიწყებენ.მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში არ იქნებიან ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ფეხბურთელები, ისინი ჯერ შვებულებაში იმყოფებიან, თუმცა ტურინში უნდა ველოდოთ ნეტოს, ალექს სანდროს, კვადვო ასამოას, დანი ალვეშს, მარიო ლემინას, მირალემ პიანიჩს, რობერტო პერეირას, პაულო დიბალას, როლანდო მანდრაგორას და სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებს.
ალბათ პოგბა და ევრა ვერ მოვლენ