ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩი მოლაპარაკებებს ნეაპოლიტანელებთან აწარმოებს

დატვირთული სამუშაო პერიოდი აქვს იუვეს სპორტულ დირექტორს.. სხვა სატრანსფერო საქმიანობასთან ერთად იგი ნაპოლისთან იწყებს ურთიერთობას:

უკვე რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ ტურინელები ნეაპოლიტანელებთან აქტიურად მართავენ მოლაპარაკებებს ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელთან დაკავშირებით.. კერძოდ დე ლაურენტისს რუგანი, პერეირა და სტურარო აინტერესებს.. ხოლო პარატიჩის ჰამშიკი..

როგორც ჩანს ნაპოლის უჭირს სლოვაკისთვის მოთხოვნების დაკმაყოფილება და უკვე ალტერნატიულ გზებს ეძებს..

რუგანის იუვე არ შეელევა მაგრამ სტურაროს და პერეირას ჰამშიკის სანაცვლოდ სავსებით რეალურია.. ამ ეტაპზე პარატიჩის აქვს დე ლაურენტისისგან ოფიციალური წინადადება 10 მილიონის თაობაზე, რომელიც პერეირას ეხება.. იუვე ითხოვდა 18-ს და მზადაა დაწიოს 15-მდე.. ხოლო სტურაროსთან დაკავშირებით ჯერ თავად კლუბი უნდა ჩამოყალიბდეს რამდენად უღირთ მისი დათმობა.. უახლოეს ხანებში მეტად დეტალურ ინფორმაციებს უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით.

7 thoughts on “პარატიჩი მოლაპარაკებებს ნეაპოლიტანელებთან აწარმოებს

  1. სტურაროს და მითუმეტეს რუგანის არ ახლოთ ხელი. სტურარო საჭირო კაცია და მომატების პერსპექტივაც აქვს

  2. 10 მილიონიო. როგორც იუვე იწყებს ერთი კილო შაქრის ფულით ვაჭრობას, ისე იწყებენ აქეთაც. 10 მილიონად საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელსაც ვერ იშოვი დღეს ბაზარზე. 15 რეალური ფასია საკმაოდ. პერეირა და 20 მილიონი ხიშნიკის ნაცვლად კარგი იქნება

  3. Oღონდაც იგუაინი არ მოათრიონ თორე სულ წამიხდება ხასიათი რეალიდან მეზიზღება და ვერ ვიტან ასეთ ტრანსფერებს დიდი ფული რომ უნდა გადაიხადო და ზუსტად რომ იცი წარმატების შემთხვევაში გადავა სხვაგან

  4. პერეირა ნამდვილად გასაშვებია სტურარო ასევე ნამდვილად დასატოვებელი და ჰამშიკი უეჭველი მოსაყვანი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.