ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სკაი სპორტის ყოველდღიური მიმოხილვა

დღის ბოლოს სკაი სპორტის ჟურნალისტებმა ტურინის “იუვენტუსის” გარშემო შექმნილი ვითარება მიმოიხილეს.საუბარი დავიწყოთ ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველით, მარკო პიაჩათი.დინამო ზაგრების მოთამაშემ კლუბს განუმარტა, რომ კარიერის გაგრძელება “ნაპოლიში” არ სურს და მხოლოდ “იუვენტუსის” ან “მილანის” შემოთავაზებას განიხილავს, საინტერესოა, რომელი იტალიური გრანდი მოხიბლავს ხორვატულ კლუბს.გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერზე კი დიდი ბრძოლაა გაჩაღებული, ბრაზილიელით ბებერი ქალბატონისა და ნერიაძურის გარდა რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება.

ედინსონ კავანი პსჟ – თან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს, უნაი ემერის კი მისი შენარჩუნება სურს.ფრანგული პრესის მტკიცებით, პარიზელები ურუგვაელის აგენტს კიდევ ერთხელ შეხვდებიან და მაქსიმალურად ეცდებიან, ფორვარდისთვის მისაღები პირობები წარადგინონ.მაროტა/პარატიჩის დუეტი სიტუაციას აქტიურად აკვირდება და თუ შანსი გაჩნდება, მოქმედებას დაიწყებს.

მეჰდი ბენატიას ტრანსფერი კი მხოლოდ დროის საკითხია.”იუვეს” “ბავარიასთან” ყველანაირი დეტალი მოგვარებული აქვს და მაროკოელი მოთამაშე ტურინს წესით მიმდინარე კვირაში უნდა ეწვიოს.ბიანკონერები ცენტრალურ მცველს არენდის წესით აიყვანენ და სეზონის ბოლოს გადაწყვეტენ, დაიტოვებენ თუ არა მას გუნდში.

ალბერტო ჩერიზეც ვთქვათ, ახალგაზრდა წინახაზელის ხელში ჩაგდებას “ბრეშია” ცდილობს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
9 years ago

:forza: :forza: :forza: :blin:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x